„მადლობლები ვართ საერთაშორისო დახმარებით გაკეთებული კეთილი საქმეებისთვის, მაგრამ გამოვიდა, რომ ამით ინიღბებოდა ის ამოცანა, რომლის მიზანიც ხელისუფლებაში მარიონეტული ძალების მოყვანაა“ - პაატა სალია

უმრავლესობის წევრის, პაატა სალიას განცხადებით, დღემდე არის მოლოდინი, რომ საქართველო რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის ერთ-ერთი ტერიტორია უნდა იყოს და მეორე ფრონტის გახსნის საკითხი მოხსნილი არ არის.
როგორც სალიამ გადაცემა "ღამის კურიერში" საუბრის დროს განაცხადა, ტრამპის ადმინისტრაციამ მოლოდინი გააჩნია, რომ სამშვიდობო პოლიტიკა ახალი ფრონტის გახსნის საჭიროებას დღის წესრიგიდან მოხსნის და საქართველოსთან მიმართებით როგორც ამერიკის, ასევე ევროპის პოლიტიკა შეიცვლება.
„ძალიან ბევრი კეთილი საქმე გაკეთდა საერთაშორისო დახმარებით, თუმცა ბოლო პერიოდში, ვნახეთ, რომ ათობით მილიონი დაიხარჯა იმისთვის, რომ საქართველოში არჩევნებზე სხვა შედეგი დამდგარიყო, ადამიანებზე მომხდარიყო სხვადასხვა სახის გავლენა და ეს არჩევნები დასრულებულიყო იმ დესტრუქციული ოპოზიციის სასარგებლოდ, რომელიც დღეს ქუჩაში არის.
რა თქმა უნდა, მადლობლები ვართ კეთილი საქმეებისთვის, მაგრამ გამოვიდა, რომ კეთილი საქმეებით ინიღბებოდა ეს ამოცანა, რომელსაც ხელისუფლების ხელში ჩაგდება ერქვა და ხელისუფლებაში ისეთი ძალების მოყვანა, რომლებიც მარიონეტული ძალები იქნებოდნენ. შემდეგ, შეასრულებდნენ იმ დავალებებს, რომელიც დღესაც გვესმის. არაერთი ტრიბუნიდან, დღესაც საქართველოს განიხილავენ, როგორც ერთ-ერთ ტერიტორიად, სადაც რუსეთს წინააღმდეგობა უნდა გაუწიოთ სამხედრო წესით და ა.შ.
დღესაც დგას ეს საკითხი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, როდესაც დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბარი და პირველი ნაბიჯები იდგმება ამ მიმართულებით, მოლოდინი გვაქვს, რომ უკვე ახალი ფრონტის გახსნის აუცილებლობა აღარ იარსებებს და ტრამპის პოლიტიკა მნიშვნელოვნად შეცვლის ამ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ როგორც ამერიკის მხრიდან, ასევე ევროპის მხრიდანაც", - განაცხადა პაატა სალიამ.
1740129083
სპორტიბარსელონას ლეგენდები თბილისში ჩამოდიან! - დინამო არენა დიდი მატჩის მოლოდინში
ლეგენდების სერიის პროექტის ფარგლებში, 16 მაისს, თბილისში, „დინამო არენაზე“ ქართველი ვეტერანი ვარსკვლავების და „ბარსელონას“ ლეგენდების შეხვედრა გაიმართება. ამ ეტაპზე, გუნდების შემადგენლობა არ სახელდება...
1740127671
მსოფლიო„ზელენსკი ყოველ ჯერზე იქცეოდა, როგორც მოხუცი ქალი ზღაპარში მეთევზეზე და თევზზე და პირდაპირ „ოქროს თევზს“ მოახტა“ - იულია ლატინინა ტრამპის განცხადებაზე
რუსი ჟურნალისტი და მწერალი იულია ლატინინა დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს „დიქტატორი არჩევნების გარეშე“ უწოდა. ლატინინამ აშშ-ის პრეზიდენტი „ოქროს თევ...
1740125904
მსოფლიორუსეთი აპირებს, 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ ომში „გამარჯვება“ გამოაცხადოს - უკრაინული დაზვერვა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი 24 თებერვალს, უკრაინის წინააღმდეგ ომში „გამარჯვების“ გამოსაცხადებლად ემზადება. „რუს პროპაგანდისტებს დაევალათ, უკრაინა...
1740124375
ახალი ამბებირა ვითარებაა გზებზე - განახლებული ინფორმაცია
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე სხვადასხვა სახის შეზღუდვაა დაწესებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზების ცალკეულ მონაკვეთებზე აღნიშნული შეზღუდვები მოიხსნა....
1740122880
ახალი ამბებიშსს - ნარკოდანაშაულისთვის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე 22 პირია დაკავებული, მათ შორის 12 ნარკორეალიზატორია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თბილისის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიე...