მაკა ბოჭორიშვილი აბუ-დაბიში კონფერენციაში „Raisina Middle East“ მონაწილეობას მიიღებს
მიმდინარე წლის 14-15 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „Raisina Middle East“, რომელიც ორგანიზებულია არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების და ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაციის - Observer Research Foundation-ის მიერ. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„კონფერენციის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში თემაზე: „მდგრადობა, პარტნიორობა და მომავლის გზა: სპარსეთის ყურის რეგიონის სტრატეგიული მომავალი“.ღონისძიების ფარგლებში, ასევე დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები,“ - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
1791955095
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი ევროკავშირის გაფართოებისა და საერთო კლიმატური სტრატეგიის შესახებ დოკუმენტზე: მომავალი მსოფლიოსათვის ეს არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი თემები - აქ საქართველო არის უალტერნატივო და შეუცვლელი
„მომავალი მსოფლიოსათვის ეს არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი თემები. აქ საქართველო არის უალტერნატივო და შეუცვლელი“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. დეპუტატი ევროკავშირის გაფართოებისა...
1791954170
ახალი ამბებისვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, შიო მესამე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად წირვას სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტა...
1791924827
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: ვენეციის კომისიის მხრიდან ეს არ არის პირველი აბსურდული ტიპის ე.წ. დასკვნა, მიზანია მორიგი საინფორმაციო ხმაურის შექმნა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნა დეზინფორმაციას ეფუძნება და ურთიერთგამომრიცხავ ფაქტებს მოიცავს. თორნიკე ჭეიშვილის თქმით, ასეთი დასკვნების მიზან...
1791922440
ახალი ამბებიდღეს სვეტიცხოვლობაა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას” დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია შესრულდება....
1791922095
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: სამწუხარო მაგალითების საფუძველზე, ნებისმიერი პარტიის, თუ არასამთავრობო ორგანიზაციის ქვეყნის გარედან დაფინანსება უნდა იქნეს განხილული, როგორც რესურსი, იმოქმედონ ისე, რასაც უკარნახებენ
„იმ მაგალითების საფუძველზე, რაც უკვე არაერთი ვიხილეთ, ქვეყნის გარედან დაფინანსება ნებისმიერი პარტიის ან გაერთიანების, არასამთავრობო ორგანიზაციის, ცალკეული პიროვნებისაც კი, უნდა იქნეს განხილული როგორც...































