თორნიკე ჭეიშვილი: ვენეციის კომისიის მხრიდან ეს არ არის პირველი აბსურდული ტიპის ე.წ. დასკვნა, მიზანია მორიგი საინფორმაციო ხმაურის შექმნა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნა დეზინფორმაციას ეფუძნება და ურთიერთგამომრიცხავ ფაქტებს მოიცავს.
თორნიკე ჭეიშვილის თქმით, ასეთი დასკვნების მიზანია საინფორმაციო ხმაურის გამოწვევა.
„ვენეციის კომისიის მხრიდან ეს არ არის პირველი აბსურდული ტიპის ე.წ. დასკვნა, რომელიც გაჯერებულია ურთიერთგამომრიცხავი, სხვადასხვა ტიპის „მიგნებებით“, პირდაპირ ეფუძნება დეზინფორმაციას და ფაქტების დამახინჯებას.
თუ გავითვალისწინებთ და მხედველობაში მივიღებთ ვენეციის კომისიის სრულ სახელწოდებას, აქ ალბათ გარკვეული კორექტირების შეტანა იქნება საჭირო. აღნიშნული კომისია იწოდებოდა სახელწოდებით – „დემოკრატიისთვის სამართლის მეშვეობით“, ახლა უკვე თამამად შეგვიძლია მას ვუწოდოთ – „დემოკრატიისთვის დეზინფორმაციის მეშვეობით“. არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთ ყალბ ნარატივზე და აღქმებზე დაფუძნებით ისინი აკეთებენ ხმამაღალ განცხადებებს. ამას აქვს ერთადერთი მიზანი, შეიქმნას მორიგი საინფორმაციო ხმაური. საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც ამ შემთხვევაში იყო მათი შეფასების საგანი, იმთავითვე ერთმნიშვნელოვნად ძალიან მკაცრად იყო გატარებული კონსტიტუციურობის ფილტრში. ამ თვალსაზრისით არ არსებობდა არავითარი არსებითი კითხვის ნიშანი“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
1791910128
ახალი ამბებირომში საერთაშორისო ღონისძიებაზე - „ქართული ხორბალი: ტრადიცია მომავლისთვის“, ნინო წილოსანი სიტყვით გამოვიდა
რომში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სათავო ოფისში, სურსათის მსოფლიო ფორუმის (World Food Forum 2026) ფარგლებში, ქართული ხორბლის შესახებ ღონისძიება - „ქართული ხორბალი: ტრადიც...
1791907290
ახალი ამბებიზვიად შალამბერიძე გრანტების შესახებ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაზე: „ფაქტებზე დაყრდნობის გარეშე ლაპარაკი, უბრალოდ, უხერხულია“
ზვიად შალამბერიძემ „დღის ქრონიკაში“ გრანტების კანონის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაზე ილაპარაკა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ამ დასკვნაში მითითებულია, თითქოს ეს კანონი ხელს უშლის ოპოზი...
1791904052
ახალი ამბები„მცხეთობა - სვეტიცხოვლობა 2026“ სადღესასწაულო პროგრამა
„მცხეთობა - სვეტიცხოვლობა 2026“ სადღესასწაულო პროგრამა: ✅10:00-13:00 - საზეიმო წირვა-ლოცვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ✅10:00-18:00 - საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო, ხალხური რეწვის, სა...
1791901140
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზი...
1791900196
ახალი ამბებისაპატრიარქო: 14 ოქტომბერს უწმინდესი და უნეტარესი შიო III წირვას სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს
ამა წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრ...































