ზურაბ ქადაგიძე: ქვეყნის განახლებულ ბიუჯეტზე მსჯელობისას, უმთავრესი საზომია - რას იგრძნობს რიგითი ქართველი და რამდენად სამართლიანად ნაწილდება ქვეყნის დოვლათი

სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე.

როგორც ის აღნიშნავს, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო კონკრეტული ნაბიჯებით ფასდება და შესაბამისად მნიშვნელოვანია ის, თუ რა მიმართულებებს ხმარდება საბიუჯეტო თანხები.

ზურაბ ქადაგიძე აღნიშნავს, რომ პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტზე მსჯელობისას, „ხალხის ძალამ“ სამი მნიშვნელოვანი საკითხი წამოჭრა - ვეტერანებისათვის ყოველთვიური დახმარების მინიმუმ გაორმაგება, მარჩენალდაკარგული ბავშვების სოციალური პაკეტის გაზრდა და უფასო რეზიდენტურა ახალგაზრდა მედიკოსებისთვის.

„სამართლებრივი სახელმწიფო მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი სიტყვები არ არის, ის იწყება ადამიანის ღირსების დაცვითა და სახელმწიფოს მხრიდან საკუთარ მოქალაქეზე მაქსიმალური ზრუნვით. როდესაც ქვეყნის განახლებულ ბიუჯეტზე ვმსჯელობთ, უმთავრესი საზომი ერთია, რას იგრძნობს რიგითი ქართველი და რამდენად სამართლიანად ნაწილდება ქვეყნის დოვლათი.

სწორედ ამიტომ, საქართველოს პარლამენტში „ხალხის ძალის“ სახელით მკაფიოდ დავაფიქსირეთ სამი სასიცოცხლო ინიციატივა, რომელიც აუცილებლად უნდა აისახოს განახლებულ ბიუჯეტში: 1. ომის ვეტერანების ყოველთვიური დახმარების მინიმუმ გაორმაგება - ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს დაცვას, სახელმწიფოსგან იმსახურებენ უფრო მეტ დაფასებასა და ღირსეულ თანადგომას. 2. მარჩენალდაკარგული ბავშვების სოციალური პაკეტის გაზრდა - არცერთი ობოლი ბავშვი არ უნდა დარჩეს მარტო ყოველდღიურ გაჭირვებასთან. მათზე ზრუნვა სახელმწიფოს მორალური და კონსტიტუციური ვალდებულებაა. 3. უფასო რეზიდენტურა ახალგაზრდა მედიკოსებისთვის - სახელმწიფომ თავად უნდა გაუხსნას გზა მომავალ ექიმებს პროფესიული ზრდისთვის, ნაცვლად იმისა, რომ მათ მძიმე ფინანსური ბარიერები დავუწესოთ. ეს ჩვენი ჯანდაცვისა და მომავალი თაობების გადარჩენის საქმეა. სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, ასეთი კონკრეტული ნაბიჯებით ფასდება,“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791955095

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი ევროკავშირის გაფართოებისა და საერთო კლიმატური სტრატეგიის შესახებ დოკუმენტზე: მომავალი მსოფლიოსათვის ეს არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი თემები - აქ საქართველო არის უალტერნატივო და შეუცვლელი

„მომავალი მსოფლიოსათვის ეს არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი თემები. აქ საქართველო არის უალტერნატივო და შეუცვლელი“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. დეპუტატი ევროკავშირის გაფართოებისა...

გიორგი ვოლსკ

1791954170

ახალი ამბები

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, შიო მესამე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად წირვას სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტა...

შიო მესამე:

1791924827

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: ვენეციის კომისიის მხრიდან ეს არ არის პირველი აბსურდული ტიპის ე.წ. დასკვნა, მიზანია მორიგი საინფორმაციო ხმაურის შექმნა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნა დეზინფორმაციას ეფუძნება და ურთიერთგამომრიცხავ ფაქტებს მოიცავს. თორნიკე ჭეიშვილის თქმით, ასეთი დასკვნების მიზან...

თორნიკე ჭეიშვილ

1791922440

ახალი ამბები

დღეს სვეტიცხოვლობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას” დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია შესრულდება....

სვეტიცხოვლობა

1791922095

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: სამწუხარო მაგალითების საფუძველზე, ნებისმიერი პარტიის, თუ არასამთავრობო ორგანიზაციის ქვეყნის გარედან დაფინანსება უნდა იქნეს განხილული, როგორც რესურსი, იმოქმედონ ისე, რასაც უკარნახებენ

„იმ მაგალითების საფუძველზე, რაც უკვე არაერთი ვიხილეთ, ქვეყნის გარედან დაფინანსება ნებისმიერი პარტიის ან გაერთიანების, არასამთავრობო ორგანიზაციის, ცალკეული პიროვნებისაც კი, უნდა იქნეს განხილული როგორც...

გიორგი ვოლსკი