მაკა ბოჭორიშვილი აშშ-სთან ურთიერთობაზე: ჩვენთვის ის რჩება სტრატეგიულად მნიშვნელოვან პარტნიორად, მნიშვნელოვანია ასევე ჩვენც გვქონდეს გარკვეული სიცხადე, თუ როგორ უყურებს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია საქართველოსთან ურთიერთობებს

ჩვენთვის ის რჩება სტრატეგიულად მნიშვნელოვან პარტნიორად და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ასევე ჩვენც გვქონდეს გარკვეული სიცხადე, თუ როგორ უყურებს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია საქართველოსთან ურთიერთობებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-სთან ურთიერთობაზე საუბრისას.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მოელის სტრატეგიულ პარტნიორობას და არა „მეგობარი აქტის“ ჩარჩოში განსაზღვრულ იმ ურთიერთობების საფუძველს, რომელიც წარმოუდგენია „მეგობარი აქტის“ ავტორს.

„ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებს რაც შეეხება, ჩვენმა საზოგადოებამ და არა მხოლოდ ჩვენმა საზოგადოებამ ნახა ღია წერილი, რომელშიც ძალიან კარგად არის მოცემული თუ რა გვსურს ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში, რას მოველით ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისგან და რა არის, ზოგადად, ჩვენი ხედვა როდესაც ვსაუბრობთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებზე. ეს არის ის, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები. ჩვენი გადაწყვეტილება არ ყოფილა სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება. ჩვენთვის ის რჩება სტრატეგიულად მნიშვნელოვან პარტნიორად და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ასევე ჩვენც გვქონდეს გარკვეული სიცხადე, თუ როგორ უყურებს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია საქართველოსთან ურთიერთობებს.

მე მქონდა არაერთი კომუნიკაცია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან. მათ შორის, ბოლო კომუნიკაციას ესწრებოდა ასევე ვაშინგტონიდან წარმომადგენელი, სახელმწიფო დეპარტამენტიდან და მასაც ჰქონდა შესაძლებლობა ენახა ის შეხვედრა და ყოფილიყო მონაწილე ამ შეხვედრის. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ, რა თქმა უნდა, საელჩო წარმოადგენს ქვეყანას და ქვეყნის ინტერესებს, რაც არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ქალბატონმა ელჩმა და ერთი რამ არის კიდევ მნიშვნელოვანი, საელჩო და ელჩი რამდენად ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერებას. როდესაც ჩვენ ვნახეთ წინა ადმინისტრაციის პირობებში იმგვარად განვითარებული ურთიერთობები, როგორც განვითარდა საქართველოსა და აშშ-ს შორის, მაშინ, როდესაც ახალი ადმინისტრაციის პირობებში საქართველო გამოხატავს იმედს, ინტერესს და მზაობას, რომ ეს ურთიერთობები გამოსწორდეს, ეს ურთიერთობები გადაიტვირთოს პოზიტიურ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ხელის შემშლელი ფაქტორები არ უნდა იყოს ამასთან დაკავშირებით და დიპლომატმა არ უნდა შეასრულოს პირიქით, უარყოფითი როლი ამ შემთხვევაში. უნდა იყოს ხელის შემწყობი ამ პროცესის.

ჩვენ მოველით, რომ ფიქრის პერიოდი დასრულდება სახელმწიფო დეპარტამენტში თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჩვენ ვნახავთ უფრო მეტ სიცხადეს. სამწუხაროდ, ამ დრომდე, ისიც უნდა ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ კონგრესის მიერ მიღებული „მეგობარი აქტი“ ერთგვარად ასე იყო მოწოდებული, რომ ეს თითქოს არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების პოზიცია და ეს არ არის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია, შეიძლება ასეც მივიღოთ, თუმცა, მეორეს მხრივ, ეს არის ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც ჩვენ ვნახეთ საქართველოსთან დაკავშირებით, რაც ბოლო პერიოდში განიხილა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა და მოელის სენატში განხილვებს. რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებლად უნდა გვეთქვა, რომ ის მცდელობა, რაც არის „მეგობარი აქტით“, რომ ეს იყოს საფუძველი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისთვის, ჩვენთვის არ არის მისაღები.

ჩვენთვის „მეგობარი აქტი“ არ არის „მეგობარი აქტი“ და არ არის მეგობრობის შესახებ. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უნდა დაგვეფიქსირებინა და ჩვენ ეს დავაფიქსირეთ. ჩვენ მოველით სტრატეგიულ პარტნიორობას და არა „მეგობარი აქტის“ ჩარჩოში განსაზღვრულ იმ ურთიერთობების საფუძველს, რომელიც წარმოუდგენია „მეგობარი აქტის“ ავტორს“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752092242

სპორტი

„პარი სენ-ჟერმენი“ მადრიდის „რეალს“ პირველ ტაიმში 3:0-ს უგებს

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალს მიუახლოვდა. პარიზელებმა მადრიდის „რეალთან“ მატჩის პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარეს და 3:0 დაწინაურდნენ. დუბლი შესრულა ფაბიან რუისმა, ერთი...

„პარი სენ-ჟერმენი“ მადრიდის „რეალს“ პირველ ტაიმში 3:0-ს უგებს

1752091243

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები, უბრალოდ, ევროკავშირი ამაზე არ საუბრობს და პირიქით, საუბრობენ დასჯის მექანიზმებზე

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები, უბრალოდ, ევროკავშირი ამაზე არ საუბრობს და პირიქით, საუბრობენ დასჯის მექანიზმებზე“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო ს...

მაკა ბოჭორიშვილი

1752089852

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ოპოზიციას არჩევნები არ სჭირდება, ამიტომაც არ აღიარებენ არასდროს არჩევნების შედეგებს, ძალიან კარგად იციან, რომ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა

ამ ხალხს [ოპოზიციას] არჩევნები არ სჭირდება, არ უნდა არანაირად. ამიტომაც არ აღიარებენ არასდროს არჩევნების შედეგებს. დღეს ვნახე ერთი პოლიტიკოსის განცხადებაც, რომ „არჩევნების გზით ვერ შევცვლით ხელისუფლებ...

მაკა ბოჭორიშვილი

1752088073

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: თორნიკე რიჟვაძეს დადებითი დინამიკა აღენიშნება, რთულმა მდგომარეობამ გადაიარა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ექიმებს

„თორნიკე რიჟვაძის რთული დღეები უნაკლოდ და სწორად იქნა მართული ქართველი ექიმების მიერ. ჩვენი კლინიკების მზადყოფნა ასეთი შემთხვევების დროს დასაფასებელია“, - აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხა...

მიხეილ სარჯველაძე

1752086809

მსოფლიო

უნგრეთის პრემიერის მრჩეველი: ევროპას ფული გამოელია - გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმე ომს ეხება

უნგრეთი ევროკავშირის 2028-34 წლების ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ გამოვიდა, რომელიც უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს დახმარებას ითვალისწინებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ბალაშ ორბ...

უნგრეთის პრემიერის მრჩეველი