მიხეილ სარჯველაძე: თორნიკე რიჟვაძეს დადებითი დინამიკა აღენიშნება, რთულმა მდგომარეობამ გადაიარა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ექიმებს

„თორნიკე რიჟვაძის რთული დღეები უნაკლოდ და სწორად იქნა მართული ქართველი ექიმების მიერ. ჩვენი კლინიკების მზადყოფნა ასეთი შემთხვევების დროს დასაფასებელია“, - აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაიმედებელია.

„თორნიკე რიჟვაძეს დადებითი დინამიკა აღენიშნება. ოჯახის თხოვნით, იგი გადაყვანილი იქნა თურქეთში, საიდანაც საიმედო ცნობებია და იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად მოხდება მისი ჯანმრთელობის აღდგენა. ოჯახის ეს გადაწყვეტილება, აუცილებლობით არ ყოფილა ნაკარნახევი. მათ სრულფასოვნად აეხსნათ ინფორმაცია არსებული
მდგომარეობისა და რისკების მაქსიმალურად ნეიტრალიზების შესახებ, რასაც ბუნებრივია, ანგარიში გავუწიეთ.

რთულმა მდგომარეობამ გადაიარა და მადლობა ქართველ ექიმებს.

ასევე, საგარეჯოში ჩატარებული ოპერაციისა და სწორად წარმართული მკურნალობისთვის, მადლობა იქაურ ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს. ოპერაცია შესანიშნავად ჩატარდა და შემდგომ მისი გადმოყვანა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოხდა, სადაც რთული დღეები უნაკლოდ და სწორად იქნა მართული. მდგომარეობაც
შესაბამისად, დამაიმედებელი იყო. ამანაც შექმნა შესაძლებლობა, რომ მისი გადაყვანა მომხდარიყო თურქეთში. ეს პარამეტრები რომ არ გაუმჯობესებულიყო , ტრანსპორტირებაც პრობლემა იქნებოდა.

ჩვენი კლინიკების მზადყოფნა ასეთი შემთხვევების დროს დასაფასებელია. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა კლინიკის ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752135725

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობის“ გადასაწყვეტი არ არის, არჩევნები როგორ ჩატარდება - არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს

„ნაცმოძრაობის“ გადასაწყვეტი არ არის, არჩევნები როგორ ჩატარდება. არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნ...

ირაკლი კობახიძე

1752134180

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ციხეში არიან კრიმინალები, მათ ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, როდესაც არ გამოცხადდნენ საგამოძიებო კომისიაში და ყველა ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული ისჯება სისხლისსამართლებრივი წესით, ჩვენთანაც ანალოგიურადაა

 ციხეში არიან კრიმინალები, მათ ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, როდესაც არ გამოცხადდნენ საგამოძიებო კომისიაში და ყველა ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, ამასთან დაკავშირებით არსებობს რეაგირების ზომები, ი...

ირაკლი კობახიძე

1752130972

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: მერამდენედ გამობრძანდდა პრეზიდენტყოფილი და მერამდენედ თქვა, რომ ჩვენი გეგმა არის უგეგმობა და რაღაც ერთიანობა, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობასთან დაკავშირებით ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მათიკაშვილის შეფასებით,...

დავით მათიკაშვილი

1752129568

ახალი ამბები

ნინო წილოსანმა და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის წევრებმა ასპინძის მუნიციპალიტეტში შეხვედრები გამართეს

 პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და კომისიის წევრები, გასვლითი შეხვედრების ფარგლებში, ასპინ...

ნინო წილოსანმა და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის წევრებმა ასპინძის მუნიციპალიტეტში შეხვედრები გამართეს

1752127912

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: როდესაც USAID-ი დაიხურა, როდესაც აშშ-ის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ეს თანხები მათ შორის, საქართველოში, ხმარდებოდა რადიკალიზმს და ხელისუფლების ამოტრიალების მცდელობას, ამ სიმძიმის წერტილმა ევროპაში გადაინაცვლა

 „ან უკვე დააფინანსეს ან არის მცდელობა, მილიონობით ევროთი დაფინანსდნენ ულტრა რადიკალური ძალები“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმაევროკ...

დავით მათიკაშვილი