მაკა ბოჭორიშვილი: ევროკომისიამ უარი თქვა შეეფასებინა ჩვენი ეკონომიკური მიღწევები, მარტივი გზა გამოინახა - იმისთვის რომ პროგრესი არ დაფიქსირდეს, მოდით საერთოდ ნუ შევაფასებთო, ეს პირდაპირ ითქვა

„უკრაინასა და მოლდოვას, ზოგადად კანდიდატ ქვეყნებს როცა აფასებდნენ, ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს პროგრესის არ დანახვა არის შეუძლებელი. ახლა არის საუბარი იმაზე, რომ [როცა] ჩვენ ვაფასებთ საქართველოს, ჩანს ეს პროგრესი და მოდით ნუღარ შევაფასებთ საქართველოს და ახლა ეძებენ გზებს, როგორ არ შეაფასონ საქართველო იმისათვის, რომ ის პროგრესი, რაც ქვეყანას აქვს არ გამოჩნდეს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, რაში გამოიხატება ეს ყველაფერი, რის საპასუხოდაც მინისტრმა კონკრეტული მაგალითები მოიყვანა.

„ანგარიშების მომზადებაში [გამოიხატება] მაგალითად ევროკომისიამ უარი თქვა შეეფასებინა ჩვენი ეკონომიკური მიღწევები, რაც თვალსაჩინოა, რასაც ყველა ხედავს, ყველა აღიარებს და მარტივი გზა გამოინახა - იმისთვის რომ პროგრესი არ დაფიქსირდეს, მოდით საერთოდ ნუ შევაფასებთ. ეს პირდაპირ ითქვა, იყო ჩვენთან პირდაპირი კომუნიკაცია და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადდა ძალიან სერიოზული ანგარიში, ყველაფერი მიეწოდა ევროკომისიის მხარეს რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი პროგრესი სხვადასხვა მიმართულებით, ეს გადაწყვეტილება იყო, რომ არ შევაფასოთო და ამგვარად დავისაჯეთ, რომ არ შეფასდებოდა ეს ევროკომისიის მხრიდან. ასე ხდება ინსტრუმენტალიზაცია ამ პროცესის და პროგრესის მიჩქმალვა. ის რაც კარგია, ის არ უნდა დაინახოს არავინ საქართველოსთან მიმართებაში და მხოლოდ ნეგატიურ და უარყოფით სურათზე უნდა იყოს აქცენტი გაკეთებული“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა და აღნიშნა, რომ ევროკომისიასა და ქართულ მხარეს შორის ამის თაობაზე იყო წერილობითი კომუნიკაცია.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ასოცირების ხელშეკრულებაზე და ამ საკითხთან დაკავშირებით გაჟღერებულ მუქარებზე, რომელიც ზოგიერთი ევრობიუროკრატისგან ისმის.

„10 წელია საქართველო ასრულებს წარმატებით ასოცირების შეთანხმებას და საქართველოს აქვს ძალიან დიდი და თვალსაჩინო პროგრესი ამ მიმართულებით და ეს აღიარებულია ევროკომისიის ანგარიშებში. ეს შეთანხმება ხომ დიდწილად ევროკავშირის ინტერესშია, მაშინ როდესაც ჩვენ მოლაპარაკებები გვქონდა, როდესაც ხელი მოვაწერეთ, იქ რა თქმა უნდა უდიდესი იყო ევროკავშირის ინტერესი, და როდესაც შეჩერებაზეა საუბარი, ანუ ევროკავშირის ინტერესი უნდა გააჩერონ, ან ინტერესის შესაბამისად გაფორმებული შეთანხმება უნდა შეაჩერონ? ცოტა აბსურდულია ეს მიდგომები, ეს მუქარები, თუმცა ამგვარად ცდილობენ, რომ ინსტრუმენტად აქციონ ის შეთანხმებაც, რომელიც გამიზნული იყო საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752138757

ახალი ამბები

კახა კალაძე: ევროპული მომავალი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, სამართლიანობაზეა დაფუძნებული - დღევანდელი ევროპული ბიუროკრატია ამ ყველაფრისგან დაცლილია

„დღევანდელი ევროპა, ფაქტობრივად, დაცლილია იმ სამართლიანობისგან და ძირითადი ფუნდამენტებისგან, რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპარლამენტის მიერ საქართველ...

კახა კალაძე

1752138294

ახალი ამბები

კახა კალაძე: ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი დღეს არის თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, ყველაზე მთავარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობაა. ამის შესახებ მან თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშ...

კახა კალაძე

1752137821

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა: თვითმარქვია პრეზიდენტ სალომეს რა უნდა, ვერ გავიგეთ, იქნებ ჩამოყალიბდეთ, რა რჩევებს აძლევთ ოპოზიციას, დაიბნა ხალხი, სიგიჟეების ფოიერვერკია

ვერ გავიგეთ, ამ თვითმარქვია პრეზიდენტ სალომეს რა უნდა, თან ამბობს, ბოიკოტი შედეგის მომტანი არ არისო, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობაც არაფრის მომტანი იქნებაო, კითხვა გვაქვს, რა გავაკეთოთ, ჩამოვყალიბდეთ,...

ირაკლი ზარქუა

1752136735

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: „ტვ პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს გივი მიქანაძე შსს-ს აკადემიაში საქმიანობისას ჩემთვის ხურავდა აკადემიის აუზს, საუბარია აუზზე, რომელიც თვალით არ მინახავს, სამარცხვინო ტყუილებს კადრულობს ეს ტელევიზია

რამდენიმე დღის წინ „ტვ პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც უკავშირდებოდა გივი მიქანაძის საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ითქვა, თითქოს ის ჩემთვის ხურავდა აკადემიის აუზს, საუბარი...

ირაკლი კობახიძე

1752135725

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობის“ გადასაწყვეტი არ არის, არჩევნები როგორ ჩატარდება - არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს

„ნაცმოძრაობის“ გადასაწყვეტი არ არის, არჩევნები როგორ ჩატარდება. არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნ...

ირაკლი კობახიძე