მაკა ბოჭორიშვილი: ევროპის საბჭოს მინისტერიალს გამოვიყენებთ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების გასაჟღერებლად

„ევროსაბჭოს მინისტერიალი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და მასში საქართველო, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, მონაწილეობს“ ,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ევროსაბჭოს მინისტერიალს ის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების გასაჟღერებლად გამოიყენებს.
„ჩვენ ამ პლატფორმას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ გავაჟღეროთ ყველა ის საკითხი, რაც დღეს საქართველოს დღის წესრიგში დგას, ის გამოწვევები, რომლებიც აქვს დღეს ქვეყანას - ერთი უსაფრთხოების თვალსაზრისით, მეორე, რაც ქვეყნის სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ დემოკრატიის სახელით, არ უნდა ხდებოდეს დემოკრატიული პროცესებისთვის ხელის შეშლა ქვეყანაში და არ უნდა ხდებოდეს დემოკრატიული ინსტიტუტების უგულებელყოფა”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის თქმით, როდესაც საუბარია კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის გზების ძიებაზე, პირველ რიგში, საერთაშორისო ინსტიტუტების მაქსიმალურად გამოყენება იგულისხმება.
„ზოგადად, როდესაც ვსაუბრობთ ოკუპაციაზე, მის შედეგებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებზე და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის გზების ძიებაზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ვგულისხმობთ საერთაშორისო ინსტიტუტების მაქსიმალურად გამოყენებას. ევროსაბჭოს ფარგლებშიც მუდმივად დგას საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხი დღის წესრიგში და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას განსაკუთრებით ვიყენებთ ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ყურადღების გასამახვილებლად და, ამ შემთხვევაშიც, მინისტერიალის დოკუმენტებში ასახული იქნება ეს საკითხი“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
1747206738
საზოგადოება„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული ნანა ქადაგიშვილი: ჩემი მეუღლე დაჭერილი იყო, სააკაშვილის ძმის იურისტმა და მეგობარმა ლევან პატეიშვილმა მითხრა, ადეიშვილმა და სააკაშვილმა შემოგითვალეს, 20 მილიონ დოლარს თუ გადაიხდი, საქმეს დავხურავთო
„ჩემი მეუღლე, დაახლოებით, ერთი კვირის დაჭერილია, ლევან პატეიშვილმა მითხრა, ადეიშვილმა და სააკაშვილმა შემოგითვალეს, 20 მილიონ დოლარს თუ გადაიხდი, მაშინ დავხურავთ ამ საქმეს და ყველანი ჩვენ-ჩვენი გზით წა...
1747206236
სპორტიილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის ქამრისთვის ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება
გუშინ, 13 მაისს, UFC-ს პრეზიდენტმა, დანა უაითმა განაცხადა, რომ 29 ივნისს ლას ვეგასში ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ორგანიზაციის მსუბუქი წონის (70კგ) საჩემპიონო ქამრისთვის ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირას შე...
1747205038
ახალი ამბებიკახეთის პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე თურქეთის 5 მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების, ასევე, ამავე დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული...
1747204770
საზოგადოებაკომისიის სხდომაზე დღეს მიწვეულია ნანა ქადაგიშვილი, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით ისაუბრებს
დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა პარლამენტში გრძელდება. კომისიის სხდომაზე დღეს, 14 მაისს მიწვეულია ნანა ქადაგიშვილი, რომელიც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის პერიოდში, თავისი უფლებების შელახვის ფაქტებთან დ...
1747204209
ახალი ამბებიშსს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ განცხადებას ავრცელებს - იგეგმება მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე
შინაგან საქმეთა სამინისტრო მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტო...