შალვა პაპუაშვილი: მეათე მოწვევის პარლამენტი მართლაც იქცა შემობრუნების წერტილად უახლეს ქართულ ისტორიაში, რადგანაც ის, სუვერენიტეტის განმტკიცების და ეროვნული ინტერესების დაცვის კრებულს წარმოადგენდა

თითოეულ თქვენგანს ადგილზე დაგხვდათ წინა მოწვევის საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ანგარიში 2024 წლისთვის, სადაც თქვენც და საზოგადოებასაც შესაძლებლობა გაქვთ გაეცნოთ ჩვენს განვლილ საკანონმდებლო თუ საზედამხედველო საქმიანობას, როგორც შინაარსობრივ, ისე სტატისტიკურ ჭრილში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს.
როგორც სიტყვით გამოსვლის დროს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მე-10 მოწვევის პარლამენტს ბევრის გადატანა მოუხდა. მისი თქმით, ყველაზე მეტად, სწორედ ასეთ რთულ დროს გამოჩნდება ქართველი ხალხის ერთგულება, სიბრძნე და ნდობა.
„თუმცა, დღეს მსურს წარმოგიდგინოთ არა მხოლოდ გასული წლის, არამედ მთლიანად მეათე მოწვევის პარლამენტის ანგარიში და აქცენტი გავაკეთო იმ პოლიტიკურ ფაქტორებსა და ქარტეხილებზე, რომელთან გამკლავებაც მოგვიხდა ყველას ერთად.
მეათე მოწვევის პარლამენტი მართლაც იქცა შემობრუნების წერტილად უახლეს ქართულ ისტორიაში, რადგანაც ის, სუვერენიტეტის განმტკიცების და ეროვნული ინტერესების დაცვის მტკიცე და გაბედულ კრებულს წარმოადგენდა. ამ კრებულის თითოეული, ყოფილი თუ მოქმედი წევრი უნდა ამაყობდეს საქართველოს დაცვასა და წინსვლაში შეტანილი წვლილით.
მეათე მოწვევის პარლამენტის მიერ განვლილი ოთხი წელი აღსავსე იყო წინააღმდეგობებით, უცხო გავლენებითა და შიდა საქმეებში ჩარევით, დესტრუქციული ჯგუფების მიერ სახელმწიფოს საფუძვლების რყევით, ინტერეს-ჯგუფების მიერ პოლიტიკური ფრონტის გახსნით, ღალატით, დივერსიით და მტრისა თუ მოყვრის მიერ დაგებული ხაფანგებით. თუმცა, ყველაზე მეტად, სწორედ ამ რთულ დროს გამოჩნდა ქართველი ხალხის ერთგულება, სიბრძნე და ნდობა. ამიტომაც იქცა განვლილი პერიოდი შემობრუნების წერტილად.
თუკი რაიმე გასდევდა წითელ ხაზად წინა მოწვევის პარლამენტის საქმიანობას, ეს იყო ქვეყნის განვითარების ჩარხის უკუღმა დატრიალების, არეულობის დათესვის და რევოლუციების მცდელობების კასკადი, რომლითაც ჩვენი საზოგადოების დაზიანება განიზრახეს, თუმცა შედეგად უფრო გამოწრთობილი, თავდაჯერებული და დაბრძენებული საზოგადოება მიიღეს.იმისთვის რომ გავიაზროთ, თუ როგორ შევძელით ეს, უნდა გავიხსენოთ თუ რა გამოვიარეთ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1747220504
ახალი ამბებიპარლამენტმა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. „გარემოს დაცვისა და სოფლ...
1747219619
ახალი ამბებიპარლამენტი „მეგობარი აქტის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს
სამოქალაქო თავისუფლების 11-წლიანი პროგრესით, საქართველომ მსოფლიოში მეცხრე ადგილი დაიკავა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განცხადებაშია საუბარი, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღე...
1747218952
ახალი ამბებიპარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით ნანა ქადაგიშვილი გამოკითხა
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პა...
1747218492
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანგარიშის წარდგენას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის წლიური ანგარიშის წარდგენას დაესწრო. საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე შალვა პაპუაშ...
1747217807
საზოგადოებასასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა - ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს
სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. შესაბამისად, ირაკლი ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. გა...