შსს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ განცხადებას ავრცელებს - იგეგმება მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე

შინაგან საქმეთა სამინისტრო მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტომობილი, რომელშიც იმყოფებოდა რამდენიმე მგზავრი, გადავარდა მდინარე მტკვარში.
შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველების მიერ დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წყლიდან ერთი ადამიანის უვნებლად ამოყვანა.
ამ დრომდე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ავტომობილში მყოფი სხვა მგზავრების მიმართ სამაშველო ღონისძიება, რომელშიც მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და ყველა შესაბამისი წყალზე სამაშველო სპეცტექნიკა.
გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მდინარე მტკვარში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში იგეგმება მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც დაკავშირებულია წყლის მოდინების რეჟიმის დარღვევასთან. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინოთ სიფრთხილე და თავი შეიკავოთ გადაადგილებისგან ორთაჭალჰესის ქვედა ბიეფში კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
1747206738
საზოგადოება„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული ნანა ქადაგიშვილი: ჩემი მეუღლე დაჭერილი იყო, სააკაშვილის ძმის იურისტმა და მეგობარმა ლევან პატეიშვილმა მითხრა, ადეიშვილმა და სააკაშვილმა შემოგითვალეს, 20 მილიონ დოლარს თუ გადაიხდი, საქმეს დავხურავთო
„ჩემი მეუღლე, დაახლოებით, ერთი კვირის დაჭერილია, ლევან პატეიშვილმა მითხრა, ადეიშვილმა და სააკაშვილმა შემოგითვალეს, 20 მილიონ დოლარს თუ გადაიხდი, მაშინ დავხურავთ ამ საქმეს და ყველანი ჩვენ-ჩვენი გზით წა...
1747206236
სპორტიილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის ქამრისთვის ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება
გუშინ, 13 მაისს, UFC-ს პრეზიდენტმა, დანა უაითმა განაცხადა, რომ 29 ივნისს ლას ვეგასში ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ორგანიზაციის მსუბუქი წონის (70კგ) საჩემპიონო ქამრისთვის ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირას შე...
1747205038
ახალი ამბებიკახეთის პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე თურქეთის 5 მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების, ასევე, ამავე დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული...
1747204770
საზოგადოებაკომისიის სხდომაზე დღეს მიწვეულია ნანა ქადაგიშვილი, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით ისაუბრებს
დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა პარლამენტში გრძელდება. კომისიის სხდომაზე დღეს, 14 მაისს მიწვეულია ნანა ქადაგიშვილი, რომელიც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის პერიოდში, თავისი უფლებების შელახვის ფაქტებთან დ...
1747203523
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ევროპის საბჭოს მინისტერიალს გამოვიყენებთ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების გასაჟღერებლად
„ევროსაბჭოს მინისტერიალი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და მასში საქართველო, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, მონაწილეობს“ ,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმ...