ნანა ქადაგიშვილი: რევოლუციამდე 2-3 თვით ადრე, გივი თარგამაძე იყო მოსული „ნაცმოძრაობიდან“, ჩემს მეუღლეს მოსთხოვეს „ვარდების რევოლუციას“ ვაპირებთ და თქვენ უნდა დაგვაფინანსოთო - უარი უთხრა და ალბათ, ეს ის დღე იყო, როდესაც შავ სიაში შეგვიყვანეს

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, 2003 წლიდან დღემდე, საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა ნანა ქადაგიშვილმა მისი ოჯახის უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით ისაუბრა.
ნანა ქადაგიშვილი იხსენებს, „ვარდების რევოლუციამდე“ 2-3 თვით ადრე მათთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის გივი თარგამაძის ვიზიტს, რომელმაც მის მეუღლეს, ამირან ქადაგიშვილს რევოლუციის დაფინანსება მოსთხოვა.
„2000 წელს ჩემი მეუღლე ერთ-ერთ ბანკს დაეხმარა ინვესტიციის შეტანაში და თავადაც, იქ მათ წარმომადგენლად იყო. სანამ ვარდების რევოლუცია მოხდებოდა, 2-3 თვით ადრე, ჩემს მეუღლეს დაუკავშირდა „ნაციონალური მოძრაობიდან“ მათი წარმომადგენელი და ითხოვეს ჩემს მეუღლესთან შეხვედრა. შეხვედრა „გამა ბანკის“ შენობაში შედგა. როდესაც მოვიდნენ, ჩემს მეუღლეს მოსთხოვეს, რომ აი, „ვარდების რევოლუციას“ ვაპირებთ და თქვენ უნდა დაგვაფინანსოთ აუცილებლადო. ჩემმა მეუღლემ უარი უთხრა მაშინვე, რომ მე ამას ვერ გავაკეთებო, იმიტომ რომ, მე პოლიტიკურ, სახელმწიფო საქმეებში ვერ ჩავერევიო. ამის უფლება არც კანონით მაქვს და არც მორალურადო. გივი თარგამაძე იყო მაშინ მოსული ჩვენთან და ალბათ, ეს ის დღე იყო, როდესაც მათ ჩვენ შავ სიაში შეგვიყვანეს“, - განაცხადა ნანა ქადაგიშვილმა.
1747218492
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანგარიშის წარდგენას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის წლიური ანგარიშის წარდგენას დაესწრო. საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე შალვა პაპუაშ...
1747217807
საზოგადოებასასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა - ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს
სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. შესაბამისად, ირაკლი ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. გა...
1747216217
საზოგადოებალევან ზოიძემ ქობულეთის მერის თანამდებობა დატოვა
ლევან ზოიძემ ქობულეთის მერის თანამდებობა დატოვა - ინფორმაცია ლევან ზოიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. „მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ქობულეთის მერის თანამდებობა. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ...
1747216152
საზოგადოებადავით ჩიხელიძე: 2003-2012 წლებში ყოველდღიურად ირღვეოდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. სისტემის შემქმნელები დღეს დემოკრატიაზე გვესაუბრებიან, რაც საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა
ექსპერტი დავით ჩიხელიძე პარლამენტში გამართულ დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგ სხდომას ეხმიანება, სადაც ნანა ქადაგიშვილის და მისი ოჯახის უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საკითხები განიხილე...
1747216116
საზოგადოებაბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას გიორგი მურვანიძე დაიკავებს
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას გიორგი მურვანიძე დაიკავებს, რომელიც აქამდე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა...