მაკა ბოჭორიშვილი: კარგი მმართველობით, კარგი თანამშრომლობით და დიდი სიყვარულით შეიქმნა ის პროგრესი, რომელიც დღეს საქართველოს აქვს

„ჩვენმა უახლესმა ისტორიამ გვასწავლა, რომ შეუძლებელია განვითარებაზე საუბარი მშვიდობის გარეშე. ამიტომაც ვიბრძვით ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის და შესაბამისად, ჩვენი უკეთესი მომავლის უზრუნველყოფისთვის. ევროპის ქალაქებს შორის, თბილისი ის ქალაქია, რომლისთვისაც ომი და მისი დამანგრეველი შედეგები არც თუ ისე შორეული წარსულია“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრის განცხადებით, საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია რეგიონში მდგრადი მშვიდობის შენარჩუნება, რაც ასევე წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური პროგრესის მთავარ წინაპირობას. როგორც მან აღნიშნა: „გვწამს, რომ რაც უფრო ფართო იქნება მშვიდობის საზღვრები, ჩვენი შესაძლებლობები მხოლოდ გაიზრდება, ამიტომაც, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებას და ყოველთვის მზად ვართ კონსტრუქციული როლი ვითამაშოთ ჩვენს მეზობლებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში.“
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე და ამ პროცესში გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე.
„საქართველო ისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ და ამ პროცესში ჩვენი პოლიტიკური, ეკონომიკური, თუ სოციალური ცხოვრების ევროპულ სტანდარტებთან დასაახლოებლად მრავალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. კარგი მმართველობით, კარგი თანამშრომლობით და დიდი სიყვარულით შეიქმნა ის პროგრესი, რომელიც დღეს შეუმჩნეველი არავის რჩება“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას, მრავალსაუკუნოვან კულტურულ მრავალფეროვნებას და ქვეყნის მზარდ როლს გეოპოლიტიკურ კონტექსტში, განსაკუთრებით – შუა დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე საუბრისას.
მინისტრის თქმით, დღეს საქართველო ამაყობს ეკონომიკური ზრდით, რაც შესაძლებლობას წარმოშობს მეტი რესურსი და ენერგია იყოს მიმართული ქალაქების, მათ შორის თბილისის განვითარებისკენ, რათა შეიქმნას უსაფრთხო და ყველასთვის მიმზიდველი საცხოვრებელი გარემო.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა ქვეყნის განვითარებისთვის საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც: „გლობალიზაციის პირობებში საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე განვითარება რთული წარმოსადგენია. გამოცდილების გაზიარება, ახალი შესაძლებლობების ძიება, საერთო მიზნების ერთობლივი ძალისხმევით მიღწევა უნდა იყოს პარტნიორებს შორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი. დღევანდელი ფორუმი შესანიშნავი შესაძლებლობაა, ერთად ვიმსჯელოთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც თანამედროვე პირობებში პრიორიტეტულია ჩვენი ქალაქის და ქვეყნის განვითარებისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.
5-6 ივნისს, თბილისი მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს მასპინძლობს -აღნიშნული ფორუმი გამოცდილების, თანამედროვე მიდგომებისა და ახალი იდეების გაზიარებისთვის ეფექტურ პლატფორმას წარმოადგენს.
1749222260
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაური, დღესასწაულთან დაკავშირებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარესთან ერ...
1749221146
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: მილიონი საკითხია, რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებენ და თავიანთ ქვეყანაში ეს ყველაფერი დაშვებულია, არ სიამოვნებთ ქართველებს ეს ყველაფერი და კარგავენ ნდობას ევროკავშირის მიმართ
მილიონი საკითხი შემიძლია ჩამოვთვალო, რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებენ და თავიანთ ქვეყანაში ეს ყველაფერი დაშვებულია. ძალიან არ სიამოვნებთ ქართველებს ეს ყველაფერი და კარგავენ ნდობას ევროკავშირის მიმართ, რაც თავ...
1749219455
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: ძალიან კარგი იქნება თუ ყველა მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ვინაიდან მათი რეალური რეიტინგის ლუსტრირება მოხდება და მთლიანად შერცხვებიან მათი ამომრჩევლის წინაშე
„საბოლოო ინსტრუქცია, როგორი იქნება ჯერ არ ვიცით“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობასთან დ...
1749218948
საქართველოსუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები - ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები: ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ და...
1749218226
ახალი ამბებიგია ვოლსკი: „ლელო“ და ანა დოლიძე ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე, საქართველოსთვის დიდი დანაკარგი არ იქნება, ამ ხალხს ქვეყნისთვის სიკეთე არ უნდა
„საქართველოსთვის დიდი დანაკარგი არ იქნება, „ლელო“ ანა დოლიძესთან ერთად იქნება თუ ცალკე“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, მათ წარმატება არც ერთად და...