მაკა ბოჭორიშვილი: პოლიტიკური ტერორიზმი ყოველთვის არ ვლინდება თვალსაჩინო ფორმით, ის შეიძლება გამოვლინდეს დაშინებით, პოლიტიკური ძალადობითა და დემოკრატიული ინსტიტუტების სისტემური დასუსტების მცდელობებით

პოლიტიკური ტერორიზმი ყოველთვის არ ვლინდება თვალსაჩინო ფორმით. ის შეიძლება გამოვლინდეს დაშინებით, პოლიტიკური ძალადობითა და დემოკრატიული ინსტიტუტების სისტემური დასუსტების მცდელობებით, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ში, მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, ამის წინააღმდეგ ბრძოლა დემოკრატიული სახელმწიფოების საერთო გამოწვევაა.

„ეს ყველა ჩვენგანს უნდა აწუხებდეს, რადგან პოლიტიკური ტერორიზმი ყოველთვის არ ვლინდება თვალსაჩინო ფორმით. ის შეიძლება გამოვლინდეს დაშინებით, პოლიტიკური ძალადობითა და დემოკრატიული ინსტიტუტების სისტემური დასუსტების მცდელობებით. ეს არის გამოწვევა ყველა იმ დემოკრატიისთვის, რომელიც საკუთარი ინსტიტუტების, სუვერენიტეტისა და თავისი ხალხის ნების დაცვის ერთგულია“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში მონაწილეობს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784269758

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრები...

შსს/ვიდეოკადრი

1784269348

ახალი ამბები

აჭარის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. გამოძი...

დაკავებადაკავება

1784268990

მსოფლიო

ირანი უარყოფს ინფორმაციას, რომ ამერიკელი პატიმრები გაათავისუფლა

„ირანს არცერთი ამერიკელი პატიმარი არ გაუთავისუფლებია და არც გაუცვლია“, - ინფორმაციას ირანის სახელმწიფო ტელევიზია ქვეყნის სასამართლო ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ცნობილია, მედიამ აღნიშნულ...

 ირანი და აშშ

1784268442

მსოფლიო

აშშ-სა და კანადის ქალაქებში ტყის ხანძარი მძვინვარებს, ევაკუირებულია ათასობით ადამიანი

ცენტრალურ კანადაში, დაახლოებით, 835 ხანძარია აქტიური, საიდანაც 100-ზე მეტი უკონტროლოდ იწვის, რაც კვამლს აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ავრცელებს, ცას აბნელებს და ჰაერის ხარისხს საშიშ დონემდე ამცირებ...

ევაკუირებულია ათასობით ადამიანი

1784267219

მსოფლიო

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი გამოძიება დაიწყო

უნგრეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი გამოძიება ოფიციალურად დაიწყო. ინფორმაცია ქვეყნის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა გაავრცელა. საუბარია პი...

პეტერ მადიარი