„თბილისი პრაიდის“ წევრები 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის 18 წლისთავზე, ბელგიაში, ანტვერპენის პრაიდში მიიღებენ მონაწილეობას

წელს თბილისი პრაიდი და BelGeo ერთიანდებიან, რათა ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენის პრაიდზე საქართველოს ქვიარ თემი წარმოვადგინოთ გზავნილით, რომელიც საზღვრებს მიღმა გამძლეობას, წინააღმდეგობასა და სოლიდარობას ეყრდნობა, - ამის შესახებ ინფორმაციას "თბილისი პრაიდი" ავრცელებს.

როგორც ორგანიზაცია წერს, საქართველოდან ბევრი ქვიარ ადამიანი "მზარდი რეპრესიის, ძალადობისა და ანტი-ლგბტქ+ კანონების" გამო წავიდა.

"თბილისი პრაიდის" ინფორმაციით, 8 აგვისტოს, ბელგიის ქალაქ ანტვერპენის პრაიდში მონაწილეობით, სოლიდარობას უცხადებენ ლგბტქ+ ადამიანებს საქართველოში და გამოთქვამენ იმედს, რომ "ერთ დღეს საქართველოში ყველას შეეძლება იზეიმოს საკუთარი იდენტობა."

"ბევრი ქვიარ ადამიანისთვის საზღვრის გადაკვეთა არჩევანი არ ყოფილა - ეს საქართველოში მზარდი რეპრესიის, ძალადობისა და ანტი-ლგბტქ+ კანონების შედეგი იყო.

ჩვენ საზღვარგარეთაც ვაზიარებთ ჩვენი თემის ისტორიებს და ვინარჩუნებთ იმედს, რომ ერთ დღეს საქართველოში ყველას შეეძლება იყოს ის, ვინც არის, და იზეიმოს საკუთარი იდენტობა, თავისუფლად და უსაფრთხოდ.

ანტვერპენში მსვლელობისას სოლიდარობას ვუცხადებთ ლგბტქ+ ადამიანებს საქართველოში. გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ლგბტქ+ თემზე თავდასხმა დემოკრატიაზე თავდასხმაა და რომ საზღვრებს მიღმა სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.

შევხვდებით ანტვერპენის პრაიდზე! Hessenplein, Antwerp, 8 აგვისტო, 13:00" - წერს "თბილისი პრაიდი" სოციალურ ქსელში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784272065

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: შემაშფოთებელია რადიკალური ქმედებების ლეგიტიმაციისთვის საერთაშორისო ინსტიტუტების გამოყენება რეზოლუციებისა და სხვა მექანიზმების საშუალებით, რომლებიც მიზნად ისახავს სუვერენულ სახელმწიფოებზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებას

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გაა...

მაკა ბოჭორიშვილი

1784271441

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: პოლიტიკური ტერორიზმი ყოველთვის არ ვლინდება თვალსაჩინო ფორმით, ის შეიძლება გამოვლინდეს დაშინებით, პოლიტიკური ძალადობითა და დემოკრატიული ინსტიტუტების სისტემური დასუსტების მცდელობებით

პოლიტიკური ტერორიზმი ყოველთვის არ ვლინდება თვალსაჩინო ფორმით. ის შეიძლება გამოვლინდეს დაშინებით, პოლიტიკური ძალადობითა და დემოკრატიული ინსტიტუტების სისტემური დასუსტების მცდელობებით, - განაცხადა საქართ...

მაკა ბოჭორიშვილი

1784269759

ახალი ამბები

„ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრა“ - დაკავებულია ერთი ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი დაა...

დაკავება დაკავება

1784269758

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრები...

შსს/ვიდეოკადრი

1784269348

ახალი ამბები

აჭარის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. გამოძი...

დაკავებადაკავება