სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის პირადი და ხელბარგის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მდმა“ და „კოკაინი“. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
1784268442
მსოფლიოაშშ-სა და კანადის ქალაქებში ტყის ხანძარი მძვინვარებს, ევაკუირებულია ათასობით ადამიანი
ცენტრალურ კანადაში, დაახლოებით, 835 ხანძარია აქტიური, საიდანაც 100-ზე მეტი უკონტროლოდ იწვის, რაც კვამლს აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ავრცელებს, ცას აბნელებს და ჰაერის ხარისხს საშიშ დონემდე ამცირებ...
1784267219
მსოფლიოპეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი გამოძიება დაიწყო
უნგრეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი გამოძიება ოფიციალურად დაიწყო. ინფორმაცია ქვეყნის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა გაავრცელა. საუბარია პი...
1784265309
მსოფლიოამერიკის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანზე იერიშები განაახლეს
ამერიკის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანზე იერიშები განახლდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საჰაერო დარტყმები, რომლებიც უკვე მეხუთე ღამეა ხორციელდება, ირანის სამხედრო შესაძლებლობების დაქვეითებას...
1784264545
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 17 ივლისს საქართველოში
17 ივლისს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +30 და ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ბათუმში წვიმაა მოსალოდ...
1784263245
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ოფიციალურ ვახშამზე თურქმენეთის პრეზიდენტს უმასპინძლა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ოფიციალურ ვახშამზე თურქმენეთის პრეზიდენტს უმასპინძლა. სტუმრები ფუნიკულიორზე იმყოფებოდნენ და თბილისის ხედები დაათვალიერეს. ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა პირისპირ და...



























