მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს უნიკალური უპირატესობები, რასაც ვერაფერი და ვერავინ ვერ ჩაანაცვლებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში განხორციელებული სახელმწიფო ვიზიტი შეაფასა.
„ეს პირველ რიგში ქმნის შესაძლებლობებს იმისა, რომ ჩვენ ერთობლივად ვიმუშაოთ სწორედ შუა დერეფნის განვითარების, ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის კონტექსტში და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და პრეზიდენტ ალიევის შეხვედრის მნიშვნელობაზე.
„ბიძინა ივანიშვილის როლზე აღარ დავიწყებ საუბარს, თუ რა როლი აქვს მას ქართულ პოლიტიკაში და რა როლი აქვს მას პირადად სწორედ იმ პოლიტიკაში, რომელმაც ქვეყანას შეუნარჩუნა მშვიდობა იმ ტურბულენტურ დროს, რა დროშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება და მუშაობა და რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, სწორედ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან პრეზიდენტ ალიევის შეხვედრა.
ჩვენ შარშან ვიმყოფებოდით არაერთხელ თურქმენეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში; ასევე, ვგეგმავთ ვიზიტებს ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში, იმისათვის რომ ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანასთან თანამშროლობას ჰქონდეს ინტენსიური სახე. სულ ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანი ჩაერთო ამ ფორმატში და ეს ფორმატი ერთგვარად იქცა ექვს სახელმწიფოს თანამშრომლობის ფორმატად. ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აზერბაიჯანის სატრანზიტო როლი და ფუნქცია საქართველოს გარეშე, რა თქმა უნდა წარმოუდგენელია," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მნიშვნელოვან როლსა და უნიკალურ უპირატესობებზეც.
"საქართველოს ამ შემთხვევაში არაფერი დაუკარგავს, საქართველოს ფუნქციას და საჭიროებას ვერავინ და ვერაფერი ჩაანაცვლებს. აქედან გამომდინარე, ღიმილის მომგვრელია, როცა ევროკავშირი დაკავშირებადობაზე საუბრობს, ღონისძიებებს აწყობს და იქ მთავარი ქვეყანა, ვისი მეშვეობითაც ხდება დაკავშირებადობა, არ არის მოწვეული. აქ მხოლოდ და მხოლოდ ევროპა წააგებს.
,,საქართველოს აქვს დიდი უპირატესობები, უნიკალური უპირატესობები, რასაც ვერაფერი და ვერავინ ვერ ჩაანაცვლებს. საქართველოს აქვს გასასვლელი ზღვაზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პლუსია და რა თქმა უნდა, ამ შესაძლებლობების გამოყენება ჩვენს მეზობლებთან და მეგობრებთან თანამშრომლობით, კიდევ უფრო უკეთ უნდა მოვახდინოთ. შესაბამისად, რაიმე სახის სპეკულაციები საქართველოს როლთან დაკავშირებით უბრალოდ უვიცობაა, მეტი არაფერი. რუკას ვინც კარგად შეხედავს, ძალიან ცხადად ჩანს რა როლს ასრულებს საქართველო რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტში“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
1776064239
ახალი ამბებისამართალდამცველებმა 90 შეკვრად დაფასოებული „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და 33 ძირი მცენარე „კანაფი“ ამოიღეს - დაკავებულია 4 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მ...
1776062838
ახალი ამბებიმცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული თ.კ. დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამი...
1776062622
მსოფლიოტრამპის განცხადებით, აშშ 13 აპრილს, 10:00 საათზე ირანის პორტებში შემავალი ან გამომავალი გემების ბლოკირებას დაიწყებს
თეთრი სახლის ლიდერის დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები 13 აპრილს, დილის 10:00 საათზე ირანის პორტებში შემავალი ან გამომავალი გემების ბლოკირებას დაიწყებს. აღნიშნულის შესახებ ტრამპი სოციალურ...
1776062094
ახალი ამბებინიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგ...
1776060713
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას, საქართველოს და უნგრეთს აკავშირებს მეგობრობისა და პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს და უნგრეთს აკავშირებს მეგობრობისა...































