მართლმადიდებელი სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
მართლმადიდებელი სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებელ ტაძარში ღამის თევის მსახურება მიმდინარეობს.
მწუხრის ლოცვის შემდეგ ტაძრების გარშემო ლიტანიობა, ლოცვითი მსვლელობა გაიმართა, რომლის დროსაც სასულიერო პირებმა, ტაძრის მსახურებმა და მრევლმა ხატებით, ჯვრებითა და ანთებული სანთლებით აღდგომის საგალობლები იგალობეს. ლიტანიობის შემდეგ ტაძრებში სადღესასწაულო მსახურება გამთენიამდე გაგრძელდება.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) ღამის თევის მსახურებას სიონის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს - მსახურება 23:00 საათზე დაიწყო. ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის სააღდგომო ეპისტოლე წაიკითხეს. სადღესასწაულო მსახურებას ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
ამასთან, ეკლესიებში განაწილდა იერუსალიმიდან საქართველოში ჩამობრძანებული წმინდა ცეცხლი, რომელიც მომლოცველთა ჯგუფმა თბილისში სპეციალური ჩარტერული რეისით ჩამოიტანა.
მსახურების დასრულების შემდეგ კი სასულიერო პირები მრევლის მიერ ეკლესიებში ღამის თევაზე მიტანილ პასქებსა და წითელ კვერცხებს აკურთხებენ.
ლიტურგიის დასრულების შემდეგ მორწმუნეებისთვის 50-დღიანი მარხვა დასრულდება, რომელიც წელს 23 თებერვალს დაიწყო. დღესასწაულთან დაკავშირებით, ბრწყინვალე შვიდეული მსგეფსია და მორწმუნეებს ყოველგვარი საკვების მიღება შეეძლებათ.
წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. მართლმადიდებლური სწავლებით, უფალი ჯვარცმით ჯოჯოხეთში ჩავიდა, შემუსრა იგი და იქიდან მართალთა სულები ამოიყვანა, რომლებიც ადამისა და ევას ცოდვის შემდეგ ჯოჯოხეთში იმყოფებოდნენ და სამოთხეში ვეღარ ხვდებოდნენ. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი კვლავ გაიღო.
1775936142
საზოგადოებასიონის საპატრიარქო ტაძარში წმინდა ცეცხლი მიაბრძანეს
სიონის საპატრიარქო ტაძარში წმინდა ცეცხლი მიაბრძანეს. წმინდა ცეცხლი საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოაბრძანეს. წმინდა ცეცხლი, ტრადიციულად, სხვა ეკლესიებშიც განაწილდება. სიონის ტაძარში უკვე მივიდა საპატრი...
1775935574
საზოგადოებალაშა ჟვანია: გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს პირველი შემთხვევა იყო, როცა იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლის ჩამოვიდა. ეს ინიციატივა და ლოცვა-კურთხევა პირველად უწმინდესისგან მოდიოდა
პირველად 2002-2003 წლებში ჩამოუსწრო ცეცხლმა საქართველოში სააღდგომო ლიტანიობას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ. მისივე თქ...
1775933186
მსოფლიოემანუელ მაკრონსა და მასუდ ფეზეშქიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
საფრანგეთისა და ირანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს. საუბრისას მაკრონმა ხაზი გაუსვა მოლაპარაკებების გზით დაძაბულობის განმუხტვის მნი...
1775929794
ახალი ამბებიწმინდა ცეცხლი თბილისში ჩამოაბრძანეს
„ჯორჯიან ეარვეისის” ბორტით წმინდა ცეცხლი თელ-ავივიდან თბილისში ჩამოაბრძანეს. წმინდა ცეცხლი საქართველოში მომლოცველთა მცირე ჯგუფმა ჩამოაბრძანა. აეროპორტიდან წმინდა ცეცხლს სიონის საპატრიარქო ტაძარში მიაბ...
1775928942
სპორტისაქართველოს გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები ბატუტზე ხტომაში ევროპის ვიცე-ჩემპიონია
პორტუგალია ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობაზე საქართველოს გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა გუნდური მეორე ადგილი დაიკავა. ელენე კირთაძემ, მარიამ გაბრიაძემ და ნინო ქო...



























