მეუფე შიოს ეპისტოლე: ერთ მუშტად შეკრული ერი ბოლო წუთამდე მიაცილებდა დამაშვრალ სულიერ მამას მდუმარედ, ცრემლით, სიყვარულითა და მადლიერებით... ვმადლობთ უფალს და თითოეულ თქვენგანს ამ ერთობისათვის!
ერთ მუშტად შეკრული ერი ბოლო წუთამდე მიაცილებდა დამაშვრალ სულიერ მამას მდუმარედ, ცრემლით, სიყვარულითა და მადლიერებით... ვმადლობთ უფალს და თითოეულ თქვენგანს ამ ერთობისათვის! - ნათქვამია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლეში.
როგორც ეპისტოლეშია აღნიშნული, სწორედ ერთმანეთის მხარში დგომა, ლოცვა, ერთობა და სიყვარული არის საწინდარი იმისა, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცხოვრება.
„მთელი საქართველო, ზღვა ხალხი უწყვეტ ნაკადად, მოწიწებით მიემართებოდა განსვენებული პატრიარქისთვის პატივის მისაგებად. ერთ მუშტად შეკრული ერი ბოლო წუთამდე მიაცილებდა დამაშვრალ სულიერ მამას მდუმარედ, ცრემლით, სიყვარულითა და მადლიერებით...
ვმადლობთ უფალს და თითოეულ თქვენგანს ამ ერთობისათვის!
ვმადლობთ მათ, ვისაც არ მიეცა მსახურებაში უშუალო მონაწილეობის შესაძლებლობა, მაგრამ სულიერად ჩვენთან ერთად იყო და თავისი ლოცვებით გვაძლიერებდა...
სწორედ ერთმანეთის მხარში დგომა, ლოცვა, ერთობა და სიყვარული არის საწინდარი იმისა, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცხოვრება.
დაე, მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა მოგვანიჭოს მტკიცე რწმენა, სიყვარული, მშვიდობა, ერთსულოვნება და გონიერება!მაშ, განვიხაროთ და ერთობით ვადიდოთ უფალი, რამეთუ „აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ დღესასწაულსა ამას, და ურთიერთარს შევეტკბოთ… და ესრეთ ღმრთივბრწყინვალედ ღაღადვყოთ: ქრისტე აღდგა მკვდრეთით და სიკვდილითა სიკვდილი დასთრგუნა და მყოფთა საფლავისათა ცხოვრება მიჰმადლა“ (ზატიკი)“, - აღნიშნულია სააღდგომო ეპისტოლეში.
1775936142
საზოგადოებასიონის საპატრიარქო ტაძარში წმინდა ცეცხლი მიაბრძანეს
სიონის საპატრიარქო ტაძარში წმინდა ცეცხლი მიაბრძანეს. წმინდა ცეცხლი საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოაბრძანეს. წმინდა ცეცხლი, ტრადიციულად, სხვა ეკლესიებშიც განაწილდება. სიონის ტაძარში უკვე მივიდა საპატრი...
1775935574
საზოგადოებალაშა ჟვანია: გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს პირველი შემთხვევა იყო, როცა იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლის ჩამოვიდა. ეს ინიციატივა და ლოცვა-კურთხევა პირველად უწმინდესისგან მოდიოდა
პირველად 2002-2003 წლებში ჩამოუსწრო ცეცხლმა საქართველოში სააღდგომო ლიტანიობას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ. მისივე თქ...
1775933186
მსოფლიოემანუელ მაკრონსა და მასუდ ფეზეშქიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
საფრანგეთისა და ირანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს. საუბრისას მაკრონმა ხაზი გაუსვა მოლაპარაკებების გზით დაძაბულობის განმუხტვის მნი...
1775929794
ახალი ამბებიწმინდა ცეცხლი თბილისში ჩამოაბრძანეს
„ჯორჯიან ეარვეისის” ბორტით წმინდა ცეცხლი თელ-ავივიდან თბილისში ჩამოაბრძანეს. წმინდა ცეცხლი საქართველოში მომლოცველთა მცირე ჯგუფმა ჩამოაბრძანა. აეროპორტიდან წმინდა ცეცხლს სიონის საპატრიარქო ტაძარში მიაბ...
1775928942
სპორტისაქართველოს გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები ბატუტზე ხტომაში ევროპის ვიცე-ჩემპიონია
პორტუგალია ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობაზე საქართველოს გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა გუნდური მეორე ადგილი დაიკავა. ელენე კირთაძემ, მარიამ გაბრიაძემ და ნინო ქო...



























