დავით მათიკაშვილი ჯო უილსონზე: რას უხდიან ამ ადამიანს, ან რა აქვს ჯამაგირი, რის ხარჯზეც ის ამდენ ტყუილს კადრულობს. საქართველოსთან მიმართებით მისგან ცილისწამება, ცილისწამებაზე მოედინება

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ამერიკელი სენატორის ჯო უილსონის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღია წერილს ეხება.

„რას უხდიან ამ ადამიანს, ან რა აქვს ჯამაგირი, რის ხარჯზეც ის ამდენ ტყუილს კადრულობს. საქართველოსთან მიმართებით მისგან ცილისწამება, ცილისწამებაზე მოედინება და სამწუხაროდ, არაფერზე ამბობს უარს, ოღონდაც თავისი გეზი გააგრძელოს, რაც ჩვენი ქვეყნისადმი სრულად მტრულ დამოკიდებულებას გულისხმობს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღია წერილს ჯო უილსონი სოციალურ ქსელში ეხმიანება. კონგრესმენი სტატუსში „მთავარი არხის“ (ვებგვერდიდან აღებულ) ქარდს აქვეყნებს, სადაც მამუკა მდინარაძის სიტყვები „მთავარი არხის“ მიერ ინტერპრეტირებული ციტატითაა მოყვანილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747307824

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ქალბატონი რასა იუკნევიჩიენე, როგორც ჩანს, ვერ გამოვიდა საბჭოთა გამოცდილებიდან, ის არის დიქტატორ სააკაშვილის მეგობარი

რასა იუკნევიჩიენე არის საბჭოური მიდგომების ერთ-ერთი გამხმოვანებელი და დიქტატორ სააკაშვილის მეგობარი ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც სააკაშვილი იყო რეჟიმის ხელმძღვანელი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურ...

ირაკლი კობახიძე

1747306780

ახალი ამბები

მტკვარში მაშველებმა კიდევ ერთი კაცის ცხედარი იპოვეს

მტკვარში, სამძებრო სამუშაოების ფარგლებში, კიდევ ერთი პირის ცხედარი იპოვეს. დაღუპული კაცის ცხედარი ორი დღის წინ მომხდარ შემთხვევას არ უკავშირდება, ის სხვა პერიოდში დაკარგული პირია. ინფორმაციას საგანგებ...

მტკვარიმტკვარი

1747306422

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: გვაქვს იმედი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღმოჩნდება უფრო ძლიერი, ვიდრე „დიფ სთეითი“, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ახალი ადმინისტრაციის მხრიდან გადმოიდგმება შემხვედრი კონკრეტული ნაბიჯები

გვაქვს იმედი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღმოჩნდება უფრო ძლიერი, ვიდრე „დიფ სთეითი“, შეასუსტებს „დიფ სთეითს“, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ გადმოიდგმება შემხვედრი ძალიან კონკრეტული ნაბიჯები ახალი ადმინი...

ირაკლი კობახიძე

1747306393

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: 64-ვე მუნიციპალიტეტში აუცილებლად მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს

საკადრო ცვლილებები არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა, ასეთი რამ მომხდარა წარსულშიც და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი რესურსების გაძლიერებას იწვევს ხოლმე ასეთი ცვლილებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინ...

ირაკლი კობახიძე

1747305230

ახალი ამბები

კალა-უშგულის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი...

ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა