ვოლსკი ევროსაბჭოზე: წარმოუდგენელია ისეთი გადაწყვეტილებები მიიღონ, რომელიც მთელ ერს დაუპირისპირდება იმ ბერკეტის გამოსაყენებლად, რომ როგორმე ხალხი გაბრაზდეს და „მაიდანი“ მოაწყოს. ასეთ მძიმე გადაწყვეტილებებს წინააღმდეგობა ექნება

წარმოუდგენელი ისეთი გადაწყვეტილებები მიიღონ, რომელიც მთელ ერს დაუპირისპირდება იმ ბერკეტის გამოსაყენებლად, რომ როგორმე ხალხი გაბრაზდეს და „მაიდანი“ და სისხლის ღვრა მოაწყოს საქართველოში. ვფიქრობ, ასეთ მძიმე გადაწყვეტილებებს საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა ექნება, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკასთან“, ევროპის საბჭოს დაგეგმილ სხდომასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მოლოდინი იმის, რომ ევროსაბჭოს სხდომაზე საქართველოსთან მიმართებაში განცხადებები იქნება ხისტი, რა თქმა უნდა არსებობს. რაც შეეხება გადაწყვეტილებებს, გიორგი ვოლსკის განცხადებით, მას ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ეყოლება.

„რასაკვირველია მოველით ძალიან ხისტ ფორმულირებებს ჩვენს მიმართ, რომ სააკაშვილი არის დემოკრატიის შუქურა და იგი უნდა გათავისუფლდეს. კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ვერ მოგახსენებთ იმიტომ, რომ არ არის ყველა განწყობილი ისე, როგორც კაია კალასი მსჯელობს, რომლის ქმარი დღემდე უშველებელ ბიზნესს აკეთებდა რუსეთში და წარმომადგენლები ბალტიისპირეთის, რომლებიც ღვინით და აგერ უკვე გამოვლინდა, რომ „კაუჩუკით“ ვაჭრობდნენ რუსეთთან და ვისკით და უშველებელი შავი ხვრელები აქვთ ჩამოყალიბებული, რას უნდა ველოდოთ ამ ადამიანების განწყობებიდან გამომდინარე, რა რეზოლუციას?!

ასეთი გადაწყვეტილება, რომ ვთქვათ, დაისაჯოს მთელი საქართველო, მთელი მოსახლეობა იმის გამო, რომ საკმარისი რაოდენობით არ გამოვიდნენ ქუჩებში და აქ არ მოაწყვეს „მაიდანი“ ანუ სისხლიღვრა, ეს ფორმულირება, ეს გადაწყვეტილება ჰაერში კიდია და იქნებ, როგორმე აქ მოხდეს ის უბედურება, რასაც შედეგად მოჰყვება მარიონეტული სააკაშვილის რეჟიმის ხელისუფლების მოსვლა. ამ რეალობის წინაშე შესაძლოა აღმოვჩნდეთ. თუმცა, ნაკლები შანსი აქვთ, ვინაიდან მთელი საზოგადოების დასჯა თუნდაც ასეთი უსამართლო ფორუმის პირობებში საკმაოდ სერიოზულ დარტყმას მიაყენებს თავად ევროპას. მეორე, რაც მთავარია უსამართლოა. ვინაიდან საქართველოს არასდროს შეუცვლია საგარეო კურსი. შეიცვალა ევროპა, რომელიც ერთი მხრივ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იმ მდგომარეობაში დარჩეს, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალ უსაფრთხოების კონცეფციაშია. და მეორე ხელით ისე მართოს სიტუაცია, რომ თუნდაც უკრაინის ომის პროცესის ჩაქრობას როგორმე წინ აღუდგეს. ეს არის მთავარი ამოცანა. რას შემოგვთავაზებენ გადაწყვეტილებების სახით ამ ამოცანის მისაღწევად ეს არის მეორე საკითხი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765892129

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა: „ბიბისის“ წინააღმდეგ სარჩელის მომზადებას ჩვენც ვაპირებთ, ქვეყნის გაშავების მცდელობა ჰქონდათ და სიცრუეს არ გავუტარებთ

„ბიბისის“ წინააღმდეგ სიცრუეზე სარჩელის მომზადებას ჩვენც ვაპირებთ, არ გავუტარებთ სიცრუეს, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, ჰქონ...

ირაკლი ზარქუა

1765891900

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინას უნდა ჰქონდეს ინსტრუმენტები, მიიღოს კომპენსაცია იმ ზიანისთვის, რომელიც ქვეყანასა და ხალხს მიადგათ უსამართლო ომის შედეგად

უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინსტრუმენტები, რათა მიიღოს კომპენსაცია იმ ზიანისთვის, რომელიც ქვეყანასა და ხალხს მიადგათ ამ უსამართლო ომის შედეგად, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმ...

მაკა ბოჭორიშვილი

1765891476

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: სხვადასხვა პროდუქტის მიწოდება რუსეთისთვის ლატვიის, ლიტვის, თუ სხვა ქვეყნების გავლით ხდებოდა ყოველთვის და გვაბრალებდნენ ჩვენ, რომ თითქოს „შავი ხვრელები“ შევქმენით

სხვადასხვა პროდუქტის მიწოდება [რუსეთისთვის] ლატვიის, ლიტვის, თუ სხვა ქვეყნების გავლით ხდებოდა ყოველთვის და გვაბრალებდნენ ჩვენ, რომ თითქოს „შავი ხვრელები“ შევქმენით, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს...

გიორგი ვოლსკი

1765890814

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6978 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6981 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...

ლარი, ვალუტა, კურსი

1765890407

ახალი ამბები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ გურჯაანიდან დასავლეთით 10კმ-ში, სოფელ ჭერემთან...

აა