მამუკა მდინარაძე: დიდი სიამოვნებით შევუდგები ყველა დავალების შესრულებას, რა დავალებაც იქნება „ქართული ოცნების“ მხრიდან, რეგიონული პოლიტიკის წარმართვა არის პრიორიტეტი

„დიდი სიამოვნებით შევუდგები ყველა დავალების შესრულებას, რა დავალებაც იქნება „ქართული ოცნების“ გუნდის მხრიდან“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მის ახალ თანამდებობას შეეხებოდა.

მისივე თქმით, რეგიონული პოლიტიკა მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

„რეგიონებში ძალიან ბევრი საქმე კეთდება, რომელსაც სისტემურად კარგი მენეჯმენტი სჭირდება, ბიუროკრატიული ელემენტების შემცირება სჭირდება. რეგიონული პოლიტიკის წარმართვა არის პრიორიტეტი. ადამიანების აღქმაშიც რატომღაც რეგიონული განვითარება სოციალურ, ტექნიკურ და მსგავს საკითხებთან ასოცირდა, თუმცა ეს უნდა იყოს ერთ-ერთი შემადგენელი და არა ერთადერთი რეგიონული პოლიტიკის წარმოებაში. ყველა უწყება, გარკვეულწილად, რეგიონულ საკითხებში უნდა იყოს ანგარიშვალდებულების ფორმატში სახელმწიფო მინისტრთან და მის აპარატთან. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო კახა გულედანს, რომელმაც ააწყო ეს სამინისტრო. მისმა სწორმა მენეჯმენტმა გააჩინა კიდევ უფრო მეტი ამბიციები უფრო მაღალ რანგზე გადასვლისთვის“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, სამომავლოდ გაიდაინცვლოს სხვა მიმართულებითაც, სადაც მეტი გამოწვევა იქნება.

„არ გამოვრიცხავ, რომ დიდი ხანი არ გაგრძელდეს ჩემი ამ პოსტზე ყოფნა. აქაც გარკვეული საკითხების გამართვა, მენეჯმენტის დახვეწა, რელსებზე დაყენება არის ჩემი მთავარი მისია. მერე თუ სხვაგან იქნება უფრო მეტი გამოწვევა, შეიძლება, იქაც გადავინაცვლო“, – აღნიშნა მდინარაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786447182

ახალი ამბები

სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობით საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო ოთხეულშია, ისტორიული (13 წლიანი) პროგრესით კი ევროპის სახელმწიფოთა ხუთეულში

მსოფლიო ბანკი ფრიდომ ჰაუსის გლობალური გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც 2013-2026 წლებში სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასებას ეხება და მსოფლიოს 196 ქვეყანას და ტერიტორიას აერთიანებს. კვლევის მი...

მშვიდობის გლობალურ ინდექსში“ საქართველო ექვსი საფეხურით დაწინაურდა

1786446732

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია: რუსეთუმეებს გასაგებად მინდა ვუთხრა, რომ სანამ სამშობლოს ინტერესებზე ორიენტირებული ძალა იქნება ქართული ოცნების სახით ხელისუფლებაში, ჩვენი ღირსების ხარჯზე, ერთი ნაბიჯიც არ გადაიდგმება

გიორგი გამსახურდია პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ „ვიდრე ე.წ. აღიარება არის შემდგარი ფაქტი რუსეთის ფედერაციის მხრიდან, დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება” და...

გიორგი გამსახურდია

1786443113

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა

„იცით, რა მასშტაბის ცვლილებები განხორციელდა სასამართლო სისტემაში 2012 წლის შემდეგ, რასაც მოჰყვა კონკრეტული ცვლილებები, მათ შორის სტატისტიკაში, სტრასბურგის სასამართლოსადმი მიმართვიანობის კუთხით და ასე...

ირაკლი კობახიძე

1786442274

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით ჩვენ ვამხილეთ, რომ რუსეთმა მოახდინა საქართველოს ორი ტერიტორიის ოკუპაცია და ჩაიდინა სამხედრო დანაშაული

საქართველო მორალურად და სამართლებრივად მართალია რუსეთთან, ვამხილეთ, რომ რუსეთი არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის განმახორციელებელი, მან ჩაიდინა დანაშაული ჩვენ წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდ...

მიხეილ ყაველაშვილი:

1786441797

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: პირდაპირი მნიშვნელობით რუსეთის წისქვილზე დაასხა წყალი

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან გიორგი ბარამიძის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ განცხადებით ბარამიძემ რუსეთის წისქვილზე დაასხა წყალი. „შეიძლება შეკრულებიც ხართ რუსეთის ხე...

მიხეილ ყაველაშვილი