ირაკლი კობახიძე - 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა

„იცით, რა მასშტაბის ცვლილებები განხორციელდა სასამართლო სისტემაში 2012 წლის შემდეგ, რასაც მოჰყვა კონკრეტული ცვლილებები, მათ შორის სტატისტიკაში, სტრასბურგის სასამართლოსადმი მიმართვიანობის კუთხით და ასე შემდეგ, ფუნდამენტური ცვლილებები გვაქვს სასამართლო სისტემაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი.

„გასაკვირი არ არის, რომ ეს ყველაფერი აისახება საერთაშორისო რეიტინგებში და საერთაშორისო შეფასებებში. ეს არის ობიექტური მოცემულობა და ჩვენ ყოველთვის გვიხარია ხოლმე, როდესაც ამ ყველაფერს ობიექტურად აფასებენ საერთაშორისო ინსტიტუტები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786532312

ახალი ამბები

პრემიერი: 2022 წელს სამჯერ სცადეს რუსოფობიური კამპანიის გაღვივება, მაგრამ ვერ გააღვივეს, იმიტომ რომ ქართული კულტურისთვის უცხოა რუსოფობია, ისევე როგორც ქსენოფობია

„2022 წელს სამჯერ სცადეს რუსოფობიური კამპანიის გაღვივება, მაგრამ ვერ გააღვივეს, იმიტომ რომ ქართული კულტურისთვის უცხოა რუსოფობია, ისევე როგორც ქსენოფობია, შემდეგ ეს გაგრძელდა და ვხედავთ ახალ ტალღას, გა...

ირაკლი კობახიძე

1786531087

ახალი ამბები

პრემიერი: „დიფ სთეითის“ აგენტურის მიერ საქართველოში რუსოფობიური განწყობების გაღვივება ხელოვნური პროცესია, რომელიც ერებს შორის ზიზღის უკიდურესად გამწვავებით, ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოშლით და ვითარების მაქსიმალური ესკალაციით უნდა დასრულდეს

„დიფ სთეითის“ დავალების შესაბამისად, მათი აგენტურა, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, საზღვა...

ირაკლი კობახიძე

1786530020

ახალი ამბები

პრემიერი: მიზანმიმართული შტურმის ნაწილია „დიფ სთეითის“ ადგილობრივი აგენტების მიერ ქართველი გმირი სამხედროების ომის დამნაშავეებად შერაცხვა და აბსურდული ტყუილის გავრცელება, თითქოს აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის დროს ქართველებს ტყვეები არ აჰყავდათ

მიზანმიმართული შტურმის ნაწილია ბოლო პერიოდში მომხდარი არაერთი ფაქტი, მათ შორის „დიფ სთეითის“ ადგილობრივი აგენტების მიერ ქართველი გმირი სამხედროების ომის დამნაშავეებად შერაცხვა და აბსურდული ტყუილის გავ...

ირაკლი კობახიძე

1786529844

ახალი ამბები

პრემიერი: „დიფ სთეითის“ გეგმა საქართველოში საკუთარი აგენტურის გამოყენებით რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივებასთან დაკავშირებით არის საქართველოს, ქართველი ხალხისა და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიტანილი შტურმის თვისებრივად ახალი ეტაპი

„საქართველოს მაგალითზე ნათლად ჩანს, რომ რადიკალური ანტირუსული განწყობა ყალბია და ეს კონკრეტული ფაქტებითაც დასტურდება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამარ...

პრემიერი

1786529742

ახალი ამბები

ცესკოს თავმჯდომარე ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობას აქტიურად აგრძელებს. 2026 წლის საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდა...

ცესკოს თავმჯდომარე ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა