სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობით საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო ოთხეულშია, ისტორიული (13 წლიანი) პროგრესით კი ევროპის სახელმწიფოთა ხუთეულში
მსოფლიო ბანკი ფრიდომ ჰაუსის გლობალური გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც 2013-2026 წლებში სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასებას ეხება და მსოფლიოს 196 ქვეყანას და ტერიტორიას აერთიანებს.
კვლევის მიზანი იყო, შეფასების 4 ბალიანი სისტემით გაეცა პასუხი შეკითხვაზე: „არის თუ არა სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი?“
ანგარიშის მიხედვით ევროპაში 2013 წლიდან მხოლოდ 5 ქვეყანამ მოახერხა სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუმჯობესება: საქართველომ, იტალიამ, ჩეხეთმა, სლოვენიამ და ალბანეთმა.
2026 წლის შეფასებით საქართველო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობით ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო ოთხეულშია ბალტიის ქვეყნებთან ერთად და უთანაბრდება ევროკავშირის და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს: პოლონეთს, უნგრეთს, ბულგარეთს, მონტენეგროს და ჩრდილოეთ მაკედონიას. რაც შეეხება ევროკავშირის სხვა ახალ კანდიდატ სახელმწიფოებს - მოლდოვა და უკრაინა სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობით ევროპაში ბოლო ადგილებზე იმყოფება რუსეთთან და ბელორუსთან ერთად.
კვლევის მიხედვით თვალსაჩინო ხდება, რომ 2016 წლის შემდეგ მოლდოვაში სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის დონე გაუარესდა, ხოლო უკრაინის მაჩვენებელი იანუკოვიჩის მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული არ შეცვლილა. ირკვევა ისიც, რომ 2013 წლამდე საქართველო უკრაინასთან, ბელორუსთან და რუსეთთან ერთად ევროპაში ბოლო ოთხეულში იმყოფებოდა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ პოზიციაზე.
2013 წლიდან საქართველოსთან ერთად მსოფლიოს სულ 31 ქვეყანაში მოხერხდა სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის ინდიკატორის გაუმჯობესება, მსოფლიოს 41 ქვეყანასა და ტერიტორიაზე კი ვითარება გაუარესდა.
1786440686
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: გიორგი ბარამიძის განცხადება იყო აბსოლუტურად ამაზრზენი, თავისი სამარცხვინო, ცრუ განცხადებებით ის შეეხო ყველაფერ ქართულს, ქართულ კულტურას, ქართულ ადამიანობას, ჩვენს ცივილიზებულობას, რაც სამარცხვინოა
გიორგი ბარამიძის განცხადება იყო აბსოლუტურად ამაზრზენი, თავისი სამარცხვინო, ცრუ განცხადებებით ის შეეხო ყველაფერ ქართულს, ქართულ კულტურას, ქართულ ადამიანობას, ჩვენს ცივილიზებულობას შეეხო, რაც სამარცხვინ...
1786440181
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე რუსოფობი 2022 წლის შემდეგ, ამას არავითარი ახსნა არ აქვს, პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე რუსოფობი 2022 წლის შემდეგ, ამას ხომ არავითარი ახსნა არ აქვს, ეს არის მარტივი ფაქტების კონსტატაცია, რომელზედაც პასუხი არ არსებობს, - განაცხადა საქ...
1786439490
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი – ვიდრე ოპოზიციაში იარსებებს ძალა, რომელიც ზიზღის და სიძულვილის კამპანიას ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებს, „ქართული ოცნება“ გამარჯვებისთვის იქნება განწირული
„გამარჯვება ძალიან კარგია, მაგრამ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გაჯანსაღდეს ჩვენი გარემო, არ იყოს ზიზღი და სიძულვილი“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განა...
1786439184
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: შინდისის გმირებმა ყველას დაანახეს, რომ ქართველი მებრძოლი სულგაუტეხელია და არასდროს შეეგუება საქართველოს თავისუფლების დაკარგვას
დღეს პატივს მივაგებთ ჩვენი ეპოქის გამორჩეულ ქართველ მებრძოლებს, შინდისის გმირებს, რომლებმაც ენით აღუწერელი გმირობა ჩაიდინეს, თვით მტერიც კი აღაფრთოვანეს და განაცვიფრეს ვაჟკაცობით, მებრძოლი სულით და და...
1786436901
ახალი ამბებივაზიანის სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ვაზიანის სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს...































