მარიამ ქვრივიშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. შეხვედრას, ასევე, დაესწრო მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

მარიამ ქვრივიშვილმა მადლობა გადაუხადა იაპონიის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ასევე, იმ დახმარებისთვის, რომელსაც იაპონია უწევს საქართველოს დამოუკიდებლობიდან დღემდე. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და იაპონიას შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები. აღინიშნა დადებითი ტენდენციები ორმხრივ ეკონომიკურ კავშირებში, რომლებიც წარმოიშვა საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ.

ამავე დროს, ხაზი გაესვა იმასაც, რომ არსებობს ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალი, მათ შორის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტურიზმის, სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო ტრანსპორტის, ინვესტიციების და სხვა სექტორებში. ასევე, ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ეკონომიკური საკითხების განხილვის ქმედითი პლატფორმის არსებობის მნიშვნელობას მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სახით, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნებოდა საქართველოსა და იაპონიას შორის ყველა პრიორიტეტული ეკონომიკური საკითხის ოპერატიული გადაწყვეტა.

როგორც აღინიშნა, საქართველოს მხარემ იაპონიის შესაბამის უწყებას, უკვე, გადასცა შეთანხმების პროექტი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ, რომელიც კომისიის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ საქართველოსთვის იაპონია მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია და მსგავსი შეთანხმების არსებობა ხელს შეუწყობდა ეკონომიკური კავშირების უფრო მეტად გაღრმავებას.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და იაპონიას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების მნიშვნელობაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას, განსაკუთრებით, ტურიზმის სფეროში. ასევე, ყურადღება გამახვილდა სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხზე. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752138294

ახალი ამბები

კახა კალაძე: ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი დღეს არის თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, ყველაზე მთავარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობაა. ამის შესახებ მან თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშ...

კახა კალაძე

1752137821

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა: თვითმარქვია პრეზიდენტ სალომეს რა უნდა, ვერ გავიგეთ, იქნებ ჩამოყალიბდეთ, რა რჩევებს აძლევთ ოპოზიციას, დაიბნა ხალხი, სიგიჟეების ფოიერვერკია

ვერ გავიგეთ, ამ თვითმარქვია პრეზიდენტ სალომეს რა უნდა, თან ამბობს, ბოიკოტი შედეგის მომტანი არ არისო, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობაც არაფრის მომტანი იქნებაო, კითხვა გვაქვს, რა გავაკეთოთ, ჩამოვყალიბდეთ,...

ირაკლი ზარქუა

1752136735

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: „ტვ პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს გივი მიქანაძე შსს-ს აკადემიაში საქმიანობისას ჩემთვის ხურავდა აკადემიის აუზს, საუბარია აუზზე, რომელიც თვალით არ მინახავს, სამარცხვინო ტყუილებს კადრულობს ეს ტელევიზია

რამდენიმე დღის წინ „ტვ პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც უკავშირდებოდა გივი მიქანაძის საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ითქვა, თითქოს ის ჩემთვის ხურავდა აკადემიის აუზს, საუბარი...

ირაკლი კობახიძე

1752135725

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობის“ გადასაწყვეტი არ არის, არჩევნები როგორ ჩატარდება - არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს

„ნაცმოძრაობის“ გადასაწყვეტი არ არის, არჩევნები როგორ ჩატარდება. არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნ...

ირაკლი კობახიძე

1752134180

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ციხეში არიან კრიმინალები, მათ ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, როდესაც არ გამოცხადდნენ საგამოძიებო კომისიაში და ყველა ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული ისჯება სისხლისსამართლებრივი წესით, ჩვენთანაც ანალოგიურადაა

 ციხეში არიან კრიმინალები, მათ ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, როდესაც არ გამოცხადდნენ საგამოძიებო კომისიაში და ყველა ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, ამასთან დაკავშირებით არსებობს რეაგირების ზომები, ი...

ირაკლი კობახიძე