მარნეულში ხორცის ფარშის ორ ნიმუშში ვირის დნმ გამოვლინდა
                სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ხორცისა და ხორცპროდუქტების სახეობრივი კვლევის მიზნით, საწარმო და სარეალიზაციო ობიექტებიდან ნიმუშები აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, შემოწმებისას ორი ობიექტიდან აღებულ ნიმუშში ვირის დნმ გამოვლინდა.
„ხორცის ფარში – მწარმოებელი: ი/მ ,,საბირ ჩილდირლი“ (სასადილო), მისამართი: მარნეული, აღმაშენებლის ქ. 2ა (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია), დამზადების თარიღი: 29.10.2025;
ხორცის ფარში – მწარმოებელი: ი/მ ,,ფამილ მაგაროვი“ (სასადილო), მისამართი: მარნეული, აღმაშენებლის ქ. №2ა (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია), დამზადების თარიღი: 29.10.2025.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, აღნიშნული სურსათი ამოღებულია რეალიზაციიდან. ბიზნესოპერატორებს შეუჩერდათ საწარმოო პროცესი და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გადაეცა“, – ნათქვამია სეს-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.
1762261956
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7109 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7117 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1762261296
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო და ისტორიული მაქსიმუმის - 6,5 მლრდ ამერიკული დოლარის ინვესტიცია მოიზიდა, რაც ერთ-ერთი უმსხვილესია მთელ რეგიონში
ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო და ისტორიული მაქსიმუმის - 6,5 მლრდ ამერიკული დოლარის ინვესტიცია მოიზიდა ჩვენს ქვეყანაში, რაც ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტიციაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვისაც...
1762260267
საზოგადოებაგია ვოლსკი: ვიზალიბერალიზაციის თემის განხილვისას პოლიტიკური მდგენელის გარდა, იმედი გვაქვს, გათვალისწინებული იქნება მთელი რიგი საკითხები, მათ შორის რეიტინგები
„ვიზალიბერალიზაციის თემა ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში იქნება განხილული, მაგრამ დღეს რა განხილვაც შედგება, მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი განხილვებისთვის“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვი...
1762257921
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძემ დოჰაში გამართულ მსოფლიო სოციალურ სამიტში მონაწილეობა მიიღო
ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, დოჰაში გამართულ, მსოფლიო სოციალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა. სამიტის მთავარი თემა სოციალური განვითარების მხარდაჭერა და გაძლიერებაა. სესიაზე, სიღარიბის აღმოფხვრ...
1762255610
ახალი ამბებისაკონსტიტუციო სასამართლომ სამი პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელი გამოაქვეყნა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაქვეყნა პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დრო...

















                                    
                                    
                                    
                                        
                                        
                                        
                                        
                                        








