20-წლამდელ ძალოსანთა შორის გოგა ჯაჯვანი ევროპის ჩემპიონი, გერვასი თაბაგარი კი ვიცე-ჩემპიონია
ალბანეთში 20-წლამდელებს შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირზე ქართველმა ძალოსანმა გოგა ჯაჯვანმა ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში ოქროს მედლები მოიპოვა, გერვასი თაბაგარმა კი აკვრაში ვერცხლი დაიმსახურა.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, გოგა ჯაჯვანმა(94 კგ) ატაცში 166 კილოგრამი დასძლია, აკვრაში 197 კილოგრამი დააფიქსირა, ორჭიდის ჯამში კი 363 კილოგრამი მოაგროვა. ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში მან ევროპის რეკორდები დაამყარა. გერვასი თაბაგარმა(94 კგ) აკვრაში 196 კილოგრამი დააფიქსირა.
ქართველი ძალოსნების დაჯილდოებაში მონაწილეობა საქართველოს სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილმა მიიღო.
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ლევან ოჩიგავამ (88 კგ) სამი ოქროს მედალი დაისაკუთრა, გიგა ოდიკაძემ(60 კგ) კი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
ქართველი ძალოსნები ევროპის ჩემპიონატზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ასპარეზობენ.
1788674447
საზოგადოებაროგორი ამინდი იქნება 6 სექტემბერს საქართველოში
თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, დღის II-ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31, ღამით +18°. სოხუმი - დროგამოშვებით ღრუ...
1788641260
მსოფლიოირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტის მახლობლად ყველა გემს აფრთხილებს, საეჭვო გადაადგილებისგან თავი შეიკავონ
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ფლოტი სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტის მახლობლად ყველა გემს აფრთხილებს, საეჭვო გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. მათივე თქმით, თეირანმა შესაძლოა, გ...
1788640783
მსოფლიოევროკავშირის მაღალჩინოსნები მომავალი ბიუჯეტისთვის ახალი გადასახადების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობენ
„ევროკომისიის, ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირის 2028-2034 წლების გრძელვადიანი ბიუჯეტის დაფინანსებისთვის ახალი, ახალი გადასახადების შემოღება აუცილებელია...
1788637346
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ქართველ ხალხს დიდი ხანია, ნიკა გვარამიას მუქარის აღარ ეშინია, რამდენს იფაფხურებს ამ თავისი ტერმინოლოგიით, რომელიც მამაკაცსაც არ შეშვენის
„ნიკა გვარამია და წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, როდესაც ურთიერთობენ ადამიანთან, რომელიც მათგან განსხვავებულია, რეპრესიის, მუქარისა და დაშინების ენით ესაუბრებიან“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრა...
1788636454
მსოფლიოვლადიმერ პუტინი კრემლში სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდა
„ვლადიმერ პუტინი კრემლში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს, სტივ ვიტკოფს და ჯარედ კუშნერს შეხვდა“, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობდნენ რუსეთის პრეზიდენტის თანაშე...




























