საკონსტიტუციო სასამართლომ სამი პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელი გამოაქვეყნა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაქვეყნა პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე.

კონსტიტუციური სარჩელი რამდენიმე თავისგან შედგება: საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომები, არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, ადამიანის უფლებების სისტემური და სისტემატური ხელყოფა, საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული მოვლენები, 2012 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენები.

როგორც სასარჩელო მოთხოვნაშია აღნიშნული:

„ვინაიდან ზემოხსენებული პოლიტიკური პარტიების საქმიანობის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ვითხოვთ, შემდეგი პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად, აიკრძალოს ეს პოლიტიკური პარტიები და გაუქმდეს მათი რეგისტრაცია:

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 200078888; რეგისტრაციის თარიღი: 10.12.2004; იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი 45ა);

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 415030022; რეგისტრაციის თარიღი: 29.06.2016; იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ბესიკის ქუჩა N4, ბინა N66);

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 415030264; რეგისტრაციის თარიღი: 28.01.2020; იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, რკინიგზის ცენტრალური ვაგზალი, ნაკვ. 05/107).

კონსტიტუციურ სარჩელს ერთვის: 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა; პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო მოწმობები (რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები); სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; კონსტიტუციური სარჩელის ელექტრონული ვერსია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762261956

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7109 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7117 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარის კურსი

1762261296

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო და ისტორიული მაქსიმუმის - 6,5 მლრდ ამერიკული დოლარის ინვესტიცია მოიზიდა, რაც ერთ-ერთი უმსხვილესია მთელ რეგიონში

ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო და ისტორიული მაქსიმუმის - 6,5 მლრდ ამერიკული დოლარის ინვესტიცია მოიზიდა ჩვენს ქვეყანაში, რაც ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტიციაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვისაც...

მარიამ ქვრივიშვილი

1762260267

საზოგადოება

გია ვოლსკი: ვიზალიბერალიზაციის თემის განხილვისას პოლიტიკური მდგენელის გარდა, იმედი გვაქვს, გათვალისწინებული იქნება მთელი რიგი საკითხები, მათ შორის რეიტინგები

„ვიზალიბერალიზაციის თემა ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში იქნება განხილული, მაგრამ დღეს რა განხილვაც შედგება, მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი განხილვებისთვის“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვი...

გია ვოლსკი

1762257921

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძემ დოჰაში გამართულ მსოფლიო სოციალურ სამიტში მონაწილეობა მიიღო

ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, დოჰაში გამართულ, მსოფლიო სოციალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა. სამიტის მთავარი თემა სოციალური განვითარების მხარდაჭერა და გაძლიერებაა. სესიაზე, სიღარიბის აღმოფხვრ...

მიხეილ სარჯველაძე

1762257124

ახალი ამბები

მარნეულში ხორცის ფარშის ორ ნიმუშში ვირის დნმ გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ხორცისა და ხორცპროდუქტების სახეობრივი კვლევის მიზნით, საწარმო და სარეალიზაციო ობიექტებიდან ნიმუშები...

ხორცის ფარშის