„მართლსაწინააღმდეგოდ მოითხოვეს და მიიღეს 49 300 ლარი“ - საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთი მათგანის სახელზე რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით დაამზადეს და გაასაღეს 176 000 ლარის ღირებულების პოლიეთილენის ყუთების თითქოსდა მიწოდების ამსახველი ყალბი სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშფაქტურა. აღნიშნული ქმედების სანაცვლოდ მათ მართლსაწინააღმდეგოდ მოითხოვეს და მიიღეს 49 300 ლარი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1792557930
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 21 ოქტომბერს საქართველოში
21 ოქტომბერს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +22 და ღამით +14 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმე...
1792528714
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე: ეს ადამიანები რომ სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებში მიდიან და ვერ მიდიან ქართულ საზოგადოებასთან, ეს სინამდვილეში მათ დეგრადირებას და დაცემას უსვამს ხაზს
„ეს ადამიანები რომ სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებში მიდიან და ვერ მიდიან ქართულ საზოგადოებასთან, ვერ ჩნდებიან მოსახლეობასთან, ეს სინამდვილეში მათ დეგრადირებას და დაცემას უსვამს ხაზს“,- განაცხადა ადამია...
1792527453
მსოფლიოაშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი სანქტ-პეტერბურგში გაემგზავრება
„აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი სანქტ-პეტერბურგში ვიზიტს გეგმავს“, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორეზე დაყრდნობით ავრცელებ...
1792525254
ახალი ამბებიიუსტიციის სამინისტროს განცხადებით, პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
„პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო“, - ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო ავრცელ...
1792522945
ახალი ამბებიმარნეული - სადახლოს გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა
მარნეული - სადახლოს დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ საიმერლოს მიმდებარედ, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მიკროავტობუსი 72 წლის კაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა. ადგილზე მობილიზებულნი იყვნე...































