მთავრობის ადმინისტრაცია კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისიის 2026 წლის 18 მარტის №1 ოქმით, განისაზღვრა დაკრძალვის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი უწყებები, მათ შორის - საქართველოს კულტურის სამინისტრო, რომელსაც დაევალა დაკრძალვის ცერემონიალის (ღონისძიების) ორგანიზება.

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 მარტის №589 განკარგულების საფუძველზე, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურის სამინისტროს გამოეყო 3 000 000 ლარი, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად.

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 8 მაისის №953 განკარგულების საფუძველზე, განხორციელდა ცვლილება საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 მარტის №589 განკარგულებაში და კულტურის სამინისტროსთვის, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა დაკორექტირდა 722 645 ლარამდე. შესაბამისად, 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დაბრუნდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების ჯამური ოდენობამ შეადგინა 722 645 ლარი.

კულტურის სამინისტროს მიერ, ღონისძიების ორგანიზებისათვის გაფორმდა 26 ხელშეკრულება: 👇

  • შპს TV პროექტი - უწყვეტი დენის მიწოდება და განათებით უზრუნველყოფა სიონის ტაძრის მიმდებარე
  • ტერიტორიაზე -10 000 ლარი
  • შპს ალფა სტუდიო - უწყვეტი დენის მიწოდება (გენერატორებით მომსახურება) სიონისა და სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე - 21 800 ლარი
  • შპს ლუმა დეველოპმენტ - სამებისა და სიონის ტაძრებში და მიმდებარე ტერიტორიებზე სხვადასხვა კონსტრუქციებისა და სივრცეების მოწყობა (მინის პოდიუმი, ჟურნალისტების სივრცე, ოპერატორების სივრცე, გუნდების სივრცე და ა.შ.) - 53 624.10 ლარი
  • შპს ჯი თი ჰოლდინგი - სამების საკათედრო ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე, პროცესიისთვის განსაზღვრული გზის, სიონის ტაძრის მიმდებარედ ლედ ეკრანებით, გახმოვანებით, გენერატორებით, ლეიერების კონსტრუქციებით უზრუნველყოფა - 133 230 ლარი
  • შპს ვი თი სერვისი - რეგიონებიდან სალოტბარო სკოლების მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურება 33 ერთეული მიკროავტობუსით - 13 200 ლარი
    ი/მ გიორგი კვიჟინაძე - სალოტბარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების მომსახურება 3 ავტობუსით - 2 850 ლარი
  • შპს თელედა - დაკრძალვის ცერემონიალთან დაკავშირებით ღვინის (406 ბოთლი) შესყიდვა - 10 150 ლარი
  • შპს დისქოვერი - სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა (სასტუმროს მომსახურება, 21-23 მარტი) - 29 400 ლარი
  • შპს ეიჩემსი ჯორჯია- სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა (სასტუმროს მომსახურება, 21-23 მარტი) -33 880 ლარი
  • შპს ფლორერია - სამებისა და სიონის ტაძრის ინტერიერის, დაკრძალვის პროცესიის გასაფორმებლად საჭირო ყვავილების შესყიდვა - 26 550 ლარი
  • შპს ჯეოვოისი - სამებისა და სიონის ტაძრებში და მიმდებარედ სხვადასხვა კონსტრუქციების მოწყობა და გახმოვანების სისტემით უზრუნველყოფა, მონტაჟი და დემონტაჟი (გახმოვანება, ხმის ინჟინერია, ლეიერის კონსტრუქციები, ლედ ეკრანები, კაბელ-არხები, ფერმის კონსტრუქციები) - 215 600 ლარი
  • შპს თბილისი ჰოტელს ჰოლდინგ (შერატონი) - დაკრძალვის ღონისძიებასთან დაკავშირებით ტრაპეზის
  • ორგანიზების მომსახურება 600 სტუმრისათვის (რომელიც, მათ შორის მოიცავდა გახმოვანების აპარატურით,
  • თარჯიმნის მომსახურებასა და მიკროფონებით უზრუნველყოფას) - 93 886,70 ლარი
  • ი/მ ცირა ჭყონია - ტაძრის ინტერიერის, დაკრძალვის პროცესიის გასაფორმებლად საჭირო ყვავილების შესყიდვა - 16 200 ლარი
  • შპს ვი თი სერვისი - 15 მიკროავტობუსით მომსახურება (22 მარტი) - 6 000 ლარი
    ი/მ თამამ იუსუფ ყიზი - წითელი ხავერდის ქსოვილი 10 მეტრი - 300 ლარი
  • შპს ჯიჯიეს პრინტი - საშვების, ბეიჯების, ბანერის, მოსაწვევის ბეჭდვის მომსახურება, სკამების ტრანსპორტირების მომსახურება - 11 362.50 ლარი
  • შპს სეთ აფ ივენთსი - ჯებირებით, კაბელ - კანალებით, პარტიკაბელებით უზრუნველყოფა- 9 740 ლარი
    ი/მ ცირა ჭყონია - ღია სატრანსპორტო საშუალებისათვის ყვავილების შესყიდვა -7 850 ლარი
  • შპს ფავორიტი სტილი - 18 ცალი ბანერის დამზადება ლეიერებისათვის - 8 050 ლარი
  • შპს ჯენი 1994 - უწყვეტი დენის მიწოდებისათვის გენერატორის მომსახურება - 8 600 ლარი
  • შპს ტგ-ტვ - სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატელიტური კავშირით უზრუნველყოფის მომსახურება - 1 500 ლარი
  • შპს ფიური ფილმვორქს - სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატელევიზიო ამწით მომსახურება - 4 531.20 ლარი
  • ი/მ გიორგი კობახია - სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან პირდაპირი ეთერის სიგნალის მიწოდებისა და პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაციის უზრუნველყოფის მომსახურება - 2 000 ლარი
  • ი/მ ლევან აბულაძე - დრონით ვიდეოგადაღების მომსახურება - 700 ლარი
  • ი/მ ილია კიკაბიძე - პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაციის უზრუნველყოფის მომსახურება (სატელიტური გადამცემის მეშვეობით, 08:00-17:00-მდე) - 1 000 ლარი
  • ფ/პ ალექსანდრე ხუნწარია - სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატელევიზიო ამწით მომსახურება - 638 ლარი
  • ტაძრის დასუფთავების მომსახურება უსასყიდლოდ შეასრულეს შემდეგმა კომპანიებმა - შპს პროგრეს სერვისი, შპს ლიტექსი - სერვისი, შპს ჯითი გრუპი GT GROUP.

შპს აქვა გეომ 5 000 ბოთლი 0,5 ლიტრიანი წყალი გადმოგვცა უსასყიდლოდ.

გარდა ამისა, რამდენიმე კომპანიამ მომსახურება გასწია შეღავათიან ფასებში, შესრულებულ სამუშაოსთან შედარებით.

ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულ პირებს, რეჟისორს, შემოქმედებით - საშემსრულებლო ჯგუფს ჰონორარი არ აუღია (მომღერლები, მგალობლები და ა.შ)“, - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792528714

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე: ეს ადამიანები რომ სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებში მიდიან და ვერ მიდიან ქართულ საზოგადოებასთან, ეს სინამდვილეში მათ დეგრადირებას და დაცემას უსვამს ხაზს

„ეს ადამიანები რომ სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებში მიდიან და ვერ მიდიან ქართულ საზოგადოებასთან, ვერ ჩნდებიან მოსახლეობასთან, ეს სინამდვილეში მათ დეგრადირებას და დაცემას უსვამს ხაზს“,- განაცხადა ადამია...

რატი იონათამიშვილ

1792527453

მსოფლიო

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი სანქტ-პეტერბურგში გაემგზავრება

„აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი სანქტ-პეტერბურგში ვიზიტს გეგმავს“, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორეზე დაყრდნობით ავრცელებ...

 სტივ ვიტკოფი

1792525254

ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

„პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო“, - ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო ავრცელ...

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

1792522945

ახალი ამბები

მარნეული - სადახლოს გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა

მარნეული - სადახლოს დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ საიმერლოს მიმდებარედ, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მიკროავტობუსი 72 წლის კაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა. ადგილზე მობილიზებულნი იყვნე...

ყვითელი ლენტი

1792522075

ახალი ამბები

ზაალ ანჯაფარიძე ტურიზმის სტატისტიკაზე: როდესაც საქართველომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა, გეხსომებათ რამდენი სკეპტიკოსი გამოუჩნდა, გამოხდა ხანი და პარტნიორობამ პირველი ნაყოფები გამოიღო

„9 თვეში ჩინეთიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა“, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, რითაც ქვეყანაში ჩინეთიდან ჩამოსული ტურისტების ზრდის სტატისტიკას ეხმიანებ...

ზაალ ანჯაფარიძე