არჩილ გორდულაძე: 14 წელია ქართული საზოგადოება გვავალებს, მოელის, სამართლებრივად შეფასდეს „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმი

„უკვე 14 წელია ქართული საზოგადოება გვავალებს, გვთხოვს და მოელის, სამართლებრივად შეფასდეს „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმი და ერთხელ და სამუდამოდ, „ნაციონალური მოძრაობა“, მისი ე.წ. განშტოებები, რომელთაც 2004-2012 წლებში პირდაპირ დამხობილი ჰქონდათ საქართველოს სახელმწიფოებრივი წყობილება, დემოკრატიული საფუძველი და 2012 წლის შემდეგ, უკვე დღევანდელ დღემდე, ისინი კლავ აგრძელებენ, რომ დემოკრატიას გამოუთხარონ საფუძველი, ფეხქვეშ გათელონ ადამიანის უფლებები, გარე მითითებების დამორჩილებით ხელი შეუწყონ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციურ სარჩელს წარადგენს.

მისი განცხადებით, ქართული საზოგადოების დავალება დღევანდელ ისტორიულ პროცესზე შესრულდება, სადაც, სასამართლოს აქვს ვალდებულება და გამოწვევა, სამართლებრივად შეაფასოს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის 22 წელი.

როგორც გორდულაძე აღნიშნავს, მმართველი გუნდი ყველა სამართლებრივ მტკიცებულებას წარადგენს და საზოგადოებას მიეცემა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გაიხსენოს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი მავნებლობები და ანტიდემოკრატიული ქმედებები.

„შესაბამისად, 14 წლის მოლოდინი და დავალება ჩვენ მიმართ დღეს შესრულდება ისტორიულ პროცესზე - პროცესზე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ვალდებულებაც და ამავდროულად, გამოწვევაც, რომ სამართლებრივად შეაფასოს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის 22 წელი და ის მოვლენები, რომელთა მიზანიც არის გარე მმართველობის ჩვენს ქვეყანაში დამყარება.

საბოლოო ჯამში ჩვენ სამართლებრივად ყველა მტკიცებულებას წარვადგენთ კიდევ ერთხელ და საზოგადოებას შეიძლება პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას, თვალყური ადევნოს და კიდევ ერთხელ გაიხსენოს ის მავნებლობები და ის ანტიდემოკრატიული ქმედებები, რაც აქვს „ნაცმოძრაობას“, მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ ოთხ პარტიას, რომლებიც ან უშუალოდ არიან პროცესის მონაწილეები, ან მხარს უჭერენ ამ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს და საბოლოო ჯამში, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს ერთადერთ სამართლებრივ და ლოგიკურ გადაწყვეტილებას, რომ შეფასდება სამართლებრივად მათი მავნებლობები და აიკრძალებიან ის კონსტიტუციური პარტიები, რომელთა მიზანი საქართველოს მომავლის უზრუნველყოფა ნამდვილად არ არის.

ხოლო მეორე მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს ჩვენი მოლოდინიდან გამომდინარე შედეგი იქნება დემოკრატიისთვის გზის გახსნა და ის ოკუპაცია, რომელიც არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახით ოპოზიციურ ველზე დასრულდება და შეეძლებათ ადამიანებს, რომელთა მიზანიც არის ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ პოლიტიკური აქტივობა, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთონ“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792562868

ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლო 21 ოქტომბერს 5 პოლიტიკური პარტიისა და გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელს განიხილავს

კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვა იწყება. საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, 21 ოქტომბერს  5 პოლიტიკური პარტიისა და გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელს განიხილავს. „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო...

საკონსტიტუციო სასამართლო

1792560970

ახალი ამბები

გია ვოლსკი ბრიუსელის ორმაგ სტანდარტზე: აშკარად გამოიკვეთა პოლიტიკური მიზანი - საქართველო ყოფილიყო მსხვერპლი ისეთი რევოლუციისა, როგორიც ახლა თავადვე მიიღეს გაასმაგებული მასშტაბით

ბრიუსელის მხრიდან ორმაგ სტანდარტზე კიდევ ერთხელ საუბრობს მმართველი გუნდი. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ევროპის ქალაქებში საჯარო შენობებზე თავდასხმები და პოლიციელებზე ძალადობა ევროკომისიამ მკაცრად...

გია ვოლსკი

1792558894

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი პარტიების აკრძალვაზე: სარჩელი გაჯერებულია არგუმენტებით, მტკიცებულებებით

პარლამენტის კონსტიტუციური სარჩელის განხილვა იწყება. 5 პოლიტიკური პარტიის საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებით, მოსამართლეთა კოლეგია პირველ სხდომას რამდენიმე საათში გამართავს. მმართველი გუნდის 88 დეპუ...

დავით მათიკაშვილი

1792557930

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 21 ოქტომბერს საქართველოში

21 ოქტომბერს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +22 და ღამით +14 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმე...

ამინდი, შემოდგომა, წვიმა

1792528714

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე: ეს ადამიანები რომ სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებში მიდიან და ვერ მიდიან ქართულ საზოგადოებასთან, ეს სინამდვილეში მათ დეგრადირებას და დაცემას უსვამს ხაზს

„ეს ადამიანები რომ სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებში მიდიან და ვერ მიდიან ქართულ საზოგადოებასთან, ვერ ჩნდებიან მოსახლეობასთან, ეს სინამდვილეში მათ დეგრადირებას და დაცემას უსვამს ხაზს“,- განაცხადა ადამია...

რატი იონათამიშვილ