რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე: ეს ადამიანები რომ სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებში მიდიან და ვერ მიდიან ქართულ საზოგადოებასთან, ეს სინამდვილეში მათ დეგრადირებას და დაცემას უსვამს ხაზს
„ეს ადამიანები რომ სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებში მიდიან და ვერ მიდიან ქართულ საზოგადოებასთან, ვერ ჩნდებიან მოსახლეობასთან, ეს სინამდვილეში მათ დეგრადირებას და დაცემას უსვამს ხაზს“,- განაცხადა ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა რადიკალური ოპოზიციის წევრების შესახებ.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ქართულ პოლიტიკაში გავლენის მოპოვებას უცხო ქვეყნების მხარდაჭერითა და საერთაშორისო რეზოლუციების იმედით ცდილობენ, ნაცვლად იმისა, რომ ქართულ საზოგადოებასთან და ამომრჩეველთან ჰქონდეთ კომუნიკაცია.
„მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ გვარამიები და სხვები დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის საელჩოებში დადიან იმისთვის, რომ ცეკვის გაკვეთილები მიიღონ ბატონი ჰერჩინსკისგან. ეს ისე, ნახევრად ხუმრობით. მაგრამ, მეორე მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს დაწყების წინ ეს ადამიანები რომ სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებში მიდიან და ვერ მიდიან ქართულ საზოგადოებასთან, ვერ ჩნდებიან მოსახლეობასთან, ეს სინამდვილეში მათ დეგრადირებას და დაცემას უსვამს ხაზს და, ამავდროულად, აღიარებით ჩვენებას იძლევა, რომ ისინი სინამდვილეში ანტისახელმწიფოებრივი ძალები არიან და მათ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებთან საერთო არაფერი გააჩნიათ. ეს არის ფაქტი.
ისევ ცდილობენ, რომ თუ სხვადასხვა ქვეყნებს ეტყვიან, რომ საქართველო დაასანქცირონ, რეზოლუციები მიიღონ, ამით გავლენ ფონს და ჰგონიათ, რომ დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ელჩები არიან ქართულ პოლიტიკაში უზენაესი და არა ქართველი ხალხი. ეს არის მათი მიდგომა. რეალურად, აჩვენებენ იმას, რომ სინამდვილეში მორჩილებაში არიან უცხო ძალების მიმართ და მათგან დავალებების მიღება არის ყველაფერი, რაც მათთვის არის საინტერესო და მნიშვნელოვანი. მიიღონ დავალებები, კი ბატონო, მაგრამ ვერც ამ დავალებების მიღებით გავლენ ფონს ქართულ პოლიტიკაში და, ზოგადად, რაც უფრო მეტს იაქტიურებენ ასე, მით უფრო დაინახავს ჩვენი საზოგადოება მათ რეალურ სახეს.
ამ რეზოლუციების იმედად უფრო არიან და არა ჩვენი ეროვნული საარჩევნო ბიულეტენების შედეგების. სწორედ ამიტომ არის, რომ თვიდან თვემდე კარგავენ ისინი ამომრჩეველს და დღეს ფაქტობრივად ისეთი სურათი მივიღეთ, რომ პარტიაში უფრო მეტი წევრი ჰყავთ, ვიდრე ამომრჩეველი. ეს არის მათი რეალური სახე“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
1792516484
ახალი ამბებიირაკლი ნადარეიშვილი: ჩინეთი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სადაც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში და ეს მუშაობა არის მრავალმხრივი და კომპლექსური
„მნიშვნელოვანია, რომ დივერსიფიკაციის პოლიტიკის გათვალისწინებით, რომელსაც საქართველოს მთავრობა ტურიზმის ინდუსტრიასთან მიმართებით ახორციელებს, ზრდა ფიქსირდება როგორც ტრადიციული ბაზრებიდან, მაგალითად, ევ...
1792515452
მსოფლიოალენ ბერსე: პროცესის შედეგს წინასწარ არ ვაფასებ, პატივს ვცემ სუვერენიტეტისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს, თუმცა მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებ, შეინარჩუნოს სივრცე ოპოზიციისთვის
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვების დაწყების წინ აცხადებს, რომ პატივს სცემს სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს, ამავდროუ...
1792512417
ახალი ამბებირუსთავში უპატრონო ძაღლს ცოფი დაუდასტურდა
„რუსთავში უპატრონო ძაღლს ცოფი დაუდასტურდა“, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, აუცილებელია ძაღლთან კონტაქტში მყოფი პირების გამოვლენა! „სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიი...
1792511629
ახალი ამბებიშაკო ჩაჩანიძე პატიმრის გაუპატიურების შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: მსგავსი ინიციალების მქონე პატიმარი ლაითურის ციხეში საერთოდ არ იმყოფება, ეს იმ ცრუ კამპანიის გაგრძელებაა, რომელიც დავითაძის ოჯახმა წამოიწყო
პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე, ლაითურის ციხეში პატიმრის გაუპატიურებასთან დაკავშირებით „გურიის მოამბის“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და იმ ცრუ კამპანიის გაგრძელებას უწოდებს, რაც...
1792510144
ახალი ამბებიპენიტენციური სამსახური ლაითურის დაწესებულებაში პატიმრის გაუპატიურების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს „გურიის მოამბის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი ა. მ. დაწესებულების თანამშრომელმა გააუპატიუ...































