მარტყოფში საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი - მარტყოფის ბრძოლიდან 400 წლისთავი

მარტყოფის ადმინისტრაციულ ერთეულში საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი - მარტყოფის ბრძოლიდან 400 წლისთავი.
„1625 წლის მარტში სწორედ მარტყოფის მიწაზე ქართველებმა კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ თავისუფლება ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილია. ეს გამარჯვება არ ყოფილა მხოლოდ სამხედრო წარმატება, ეს იყო იმდროინდელი საქართველოს დიდი ძალისხმევა სარწმუნოების, კულტურისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის. და დღეს, 400 წლის შემდეგ, მარტყოფის ბრძოლა კვლავ ინარჩუნებს თავის ძალასა და სიმბოლურ მნიშვნელობას.
ეს დღე კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადა. ქართველმა ფერეიდნელებმა, რომელთაც, მიუხედავად საუკუნეებისა და მანძილისა, ქართულ ფესვებთან კავშირი არ გაუწყვეტიათ და რომლებიც ამ დიდ დღესთან დაკავშირებით სპეციალურად ჩამოვიდნენ საქართველოში. ეს ღირსეული მოვლენა ღირსეული მარტყოფელის, გიორგი შინჯიკაშვილის ინიციატივითა და ძალისხმევით განხორციელდა. დღეს მარტყოფში ჩვენ არა მხოლოდ წარსულს ვგრძნობთ, ჩვენ ვგრძნობთ მომავალსაც, რომელსაც ვქმნით ერთიანობით, სიყვარულითა და რწმენით.
გილოცავთ ამ განსაკუთრებულ თარიღს! ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას მშვიდობას, სიმტკიცესა და წინსვლას!
დიდება მარტყოფის გმირებს! დიდება საქართველოს“, - განაცხადა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა.
მარტყოფის ბრძოლის 400 წლის იუბილეს აღსანიშნავად გაიმართა კოსტიუმირებული მსვლელობა და თემატური ღონისძიებები. მოწვეულმა ისტორიკოსებმა ისაუბრეს მარტყოფის ბრძოლაზე, როგორც ერთიანობის, თავისუფლებისა და ძალის სიმბოლოზე საქართველოს ისტორიაში.
ღონისძიების ფარგლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ხარაბაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი შატაკიშვილმა საზეიმოდ გახსნეს ახლადრეაბილიტირებული მუზეუმი, რომლის ეზოშიც მოეწყო ადგილობრივი ხელოვანებისა და მეწარმეების გამოფენა.
ღონისძიება მუსიკალურად ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა გააფორმეს, ხოლო საღამო ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტით დასრულდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური, მისი მოადგილეები სამირ ხიალოვი და ვუგარ მამედოვი, მერის მოადგილეები ლევან ხმალაძე, ფუად მირზოევი და რამაზ ბუდაღაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები გიგა ნამიჭეიშვილი და ნიკა კობახიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
1748886328
მსოფლიოაქტივისტებმა მუზეუმიდან ემანუელ მაკრონის ცვილის ფიგურა მოიპარეს და რუსეთის საელჩოსთან მიიტანეს, სადაც მოსკოვთან საფრანგეთის საქმიანი კავშირები გააპროტესტეს
Greenpeace-ის აქტივისტებმა Grévin-ის მუზეუმიდან ემანუელ მაკრონის ცვილის ფიგურა მოიპარეს და ის რუსეთის საელჩოსთან მიიტანეს, სადაც მოსკოვთან საფრანგეთის საქმიანი კავშირები გააპროტესტეს. ინფორმაციას ამის...
1748883064
საზოგადოებაპარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა ხონის სასჯელაღსრულების ყოფილი დაწესებულება დაათვალიერეს
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი პარ...
1748880211
საზოგადოებაირაკლი ზარქუა: კარგად იცის, მავანმა, რომ სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, აქ ომი არ დაიწყება, გამორიცხულია. ამიტომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აქ მაიდანი განახორციელონ და აგენტურა დასვან
რევოლუციის გეგმა ძალაში რჩება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ შიდაპოლიტიკური და საერთაშორისო მოვლენების შეჯამებ...
1748879814
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს თელავში მასპინძლობს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის - ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ალენ სიმონიანს თელავში, არაოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მასპინძლობს, სადაც ორი პარლამენტის სპიკ...
1748878089
საზოგადოებაპარლამენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოხსენებას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ 27 ივნისს მოისმენს
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო ორგანოში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებით 27 ივნისს წარდგება. ინფორმაციას...