მათიკაშვილი: სავიზო საკითხი იყო ზეწოლა ქართულ საზოგადოებაზე, რომ მიაღებინონ ის გადაწყვეტილება, რომელიც „დიფ სთიეთს“ და უკრაინაში ომის გამჩაღებლებს სურთ, ამას ვერ ეღირსებიან

 „ევროკავშირის მიერ სავიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერება დაშინების მექანიზმია, რომელიც შემორჩენილია იმისთვის, რომ უკრაინაში ომის მსვლელობის პირობებში „დიფ სთეითს“ საქართველოს საკუთარი მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობა ისევ დარჩეს“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს იყო ზეწოლა ქართულ საზოგადოებაზე, რომ მიაღებინონ არა ის გადაწყვეტილება, რომელიც ქართველ ხალხს სურს, არამედ რომელიც „დიფ სთიეთს“.

„არ მგონია, რომ ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერებას იკადრებს და ქართველ ხალხზე იმგვარი ზეწოლა მოხდება, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ქართველი ხალხის სულისკვეთება ევროპული მომავალია. ქართველმა ხალხმა დასავლეთთან, ევროკავშირთან, ნატოსთან და ამერიკასთან ურთიერთობაში ყველაფერი გააკეთა, რომ ყველა დასავლური წამოწყების მაქსიმალურად მხარდამჭერი ყოფილიყო, მათ შორის იყო ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ნატოს მისიებში.

ეს დაშინების მექანიზმია, რომელიც შემორჩენილია იმისთვის, რომ უკრაინაში ომის მსვლელობის პირობებში „დიფ სთეითს“ საქართველოს საკუთარი მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობა ისევ დარჩეს. ეს იყო ზეწოლა ქართულ საზოგადოებაზე, რომ მიაღებინონ არა ის გადაწყვეტილება, რომელიც ქართველ ხალხს სურს, არამედ რომელიც „დიფ სთიეთს“ და უკრაინაში ომის გამჩაღებლებს სურთ, მაგრამ, ბუნებრივია, ამას ვერ ეღირსებიან“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში ოპოზიციის დიდი მოღალატეობრივი სინდიკატია - ორჯონიკიძეები, შადიმანები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ღალატით არ იღლებიან.

„ოპოზიცია არის ერთი დიდი მოღალატეობრივი სინდიკატი საქართველოში, ცოცხალი, ხელშესახები ორჯონიკიძეები, შადიმანები, რომლებიც არ იღლებიან საკუთარი ქვეყნის ღალატით. აკეთებენ იმას, რაც შეუძლიათ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დადიან და ითხოვენ, რამენაირად ქართველი ხალხი დაისაჯოს, მაგრამ ბუნებრივია, მათ მცდელობას საბოლოოდ წარმატება არ ექნება.

ის მნიშვნელოვანი ევროპული გზა, რომლის საქართველომ დღემდე გამოიარა და რომელსაც აგრძელებს, ბუნებრივია, დასრულდება იმით, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი აუცილებლად გახდება“, - დასძინა მათიკაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745328332

ახალი ამბები

იტალიაში რომის პაპის გარდაცვალების გამო ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა

იტალიის მთავრობამ, პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის ხელმძღვანელობით, რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა. ამის შესახებ სამოქალაქო დაცვის მინისტრმა ნელო მუსუმეჩიმ...

იტალია

1745326921

ახალი ამბები

საბერიოში დაღუპული ბავშვების მშობლებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში საცხოვრებელი სახლი გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების მშობლებს სახლი გადასცა. მთავრობის თავმ...

	საბერიოში გარდაცვლილი ბავშვები

1745325552

ახალი ამბები

2025 წლის იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის საპროგნოზო შემოსავლები 102.1%-ით, ხოლო გადასახადები 102.3%-ით შესრულდა

საქართველოს 2025 წლის იანვარ-მარტში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა შეადგინა სულ 6 651 150.0 ათასი ლარი, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები მიღებული იქნა 5 700 392.3 ათასი ლარის მოცულობით. 2...

ეკონომიკა გაიზარდა

1745324322

მსოფლიო

ზელენსკი ვატიკანში რომის პაპის გამოსამშვიდობებელ ცერემონიას დაესწრება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე დასწრებას გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის გეგმების მცოდნე წყარომ განუცხადა, წერს უკრა...

ზელენსკი ვატიკანში რომის პაპის გამოსამშვიდობებელ ცერემონიას დაესწრება

1745323649

ახალი ამბები

ცესკოს წარმომადგენლებმა საარჩევნო ადმინისტრაციების მე-20 ევროპულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის/ცესკოს აპარატის უფროსმა გიორგი სანტურიანმა საარჩევნო ადმინისტრაციების მე-20ევ...

ცესკოს წარმომადგენლებმა საარჩევნო ადმინისტრაციების მე-20 ევროპულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა