შალვა პაპუაშვილი: როდესაც პარტია არ მონაწილეობს არჩევნებში, ამით აცხადებს, რომ ის არის არა დემოკრატიული, არამედ ექსტრემისტული პარტია - ისინი სინამდვილეში დემოკრატიის მტრები არიან

24 მარტი 9:22 საზოგადოება

 მათ მონაწილეობა-არ მონაწილეობას საერთოდ არანაირი გავლენა არ აქვს არჩევნების ლეგიტიმაციაზე, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას. მისი თქმით, უკეთესიც იქნება, თუ რადიკალური ოპოზიცია არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას, რადგან ამით საქართველოში პოლიტიკური ლანდშაფტი საბოლოოდ გადაიტვირთება.

„ვხედავთ მათ შორის აღიარებას, არის ასეთი განცხადებები იმ მდგომარეობისა, რომ იციან, კიდევ ერთხელ დამარცხდებიან, რომ ქართველი ხალხი მათ არ მისცემს არანაირი მანდატს და კიდევ ერთი მარცხი დაადასტურებს მათ სავალალო მდგომარეობას. ასე რომ, მე ვფიქრობ უმჯობესიც იქნება თუ მონაწილეობას არ მიიღებენ ექსტრემისტული პარტიები არჩევნებში და ამით მოხდება საქართველოში საბოლოოდ გადატვირთვა პოლიტიკური ლანდშაფტისა. ამიტომ მათაც და მათ უცხოელ მფარველებსაც მოვუწოდებ, აქეთკენ უბიძგონ, რომ მონაწილეობა არ მიიღონ. ერთ-ერთი რადიკალი პოლიტიკოსი, ექსპრეზიდენტი ზურაბიშვილი ეს დღეები იქნება ბალტიის ქვეყნებში და იმედია, რომ მისი მფარველები იქიდანაც მოუწოდებენ მას, რომ არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, ვინაიდან ექსტრემიზმი საბოლოოდ უნდა დამარცხდეს საქართველოში. ექსტრემისტული პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა დასრულდეს საქართველოში და უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელი პარტიები უნდა დასრულდეს საქართველოში.



რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციას და მათ მონაწილეობას არჩევნებში, რა თქმა უნდა, დემოკრატიული პარტია არსებობს იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, ამით გაზომოს საკუთარი მხარდაჭერა მოსახლეობაში და მიიღოს სახელისუფლებო მანდატის ესა თუ ის ოდენობა. როდესაც პარტია არ მონაწილეობს არჩევნებში, ის ამით აცხადებს, რომ ის არ არის დემოკრატიული პარტია და აცხადებს, რომ არის ექსტრემისტული პარტია. ამიტომ ვინც ამბობს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, ვინც მოუწოდებს მათ, რომ არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ყველა სინამდვილეში არის დემოკრატიის მტერი და მხარდამჭერი ექსტრემისტული მოძრაობების“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

16:31

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: საგამოძიებო კომისიის პირველივე სხდომებიდანვე კარგად გამოჩნდა, რომ წარსულში ჩადენილი გაუგონარი დანაშაულების ავტორები და მათი თანამზრახველები

 საგამოძიებო კომისიის პირველივე სხდომებიდანვე კარგად გამოჩნდა, რომ წარსულში ჩადენილი გაუგონარი დანაშაულების ავტორები და მათი თანამზრახველები - ქვეყნის წინაშე საერთო, მტრული მიზნით მოქმედი პოლიტიკური პ...

მამუკა მდინარაძე

16:21

მსოფლიო

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: პროტესტის დაწყების შემდეგ სამართალდამცველებმა 1 879 ადამიანი დააკავეს

 თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ პროტესტის დაწყების შემდეგ სამართალდამცველებმა 1 879 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ალი იერ...

თურქეთი

14:58

საზოგადოება

ზაზა გოგავა - არ ვეთანხმები ევროსაბჭოს რეზოლუციის მუხლს სამხედროებთან მიმართებით

მე არ ვეთანხმები რეზოლუციის მუხლს სამხედროებთან მიმართებით, თქვენ მხარეს ვარ მაგაზე, – ამის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, გე...

ზაზა გოგავა

14:49

საზოგადოება

თეა წულუკიანი - პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აჩვენა მაგალითი, რომ პოლიტიკური ძალა არის პასუხისმგებლობიანი და ქვეყანას იცავს ომისგან

პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა ხელისუფლებამ აჩვენა მაგალითი, რომ პოლიტიკური ძალა არის პასუხისმგებლიანი, ახერხებს საკუთარი პიროვნული ინტერესების გვერდზე გადადებას...

თეა წულუკიანი

14:46

საზოგადოება

ზურაბ ქადაგიძე სოროსის ფონდზე: 25 წელზე მეტია, პირდაპირ თუ ირიბად, ფიზიკურად თუ მორალურად, საქართველოს დეგრადაციას ეწევა და ფაქტები იმაზე მეტია, ვიდრე წარმოგვიდგენია

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ერთ- ერთი მედიასაშუალების მიერ მოპოვებულ ინფორმაციას ეხმიანება, სადაც ნინო ზაუტაშვილის, ლაშა ტუღუშის და სხვა აქტივისტების უკანონო შემოსავლებზ...

ზურაბ ქადაგიძე