კახა კალაძე: ხაზარაძე-ჯაფარიძეს სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში თავიანთი როლი ჰქონდათ, ამიტომ ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს

 დედაქალაქის მერის განცხადებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნა იმიტომ, რომ წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიძიოს, მათ შორის, ბიზნესის ნაწილში.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის კომისიის სხდომაზე დაბარება სწორედ იმიტომ მოხდა, რომ მათ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში თავიანთი როლი ჰქონდათ.

„ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიის დროს საზოგადოებას ვუთხარით, რომ აუცილებლად მოხდებოდა მთელი რიგი საქმეების გადახედვა და იმ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, რომლებსაც ქვეყნის წინაშე დანაშაული აქვთ ჩადენილი. ვიცით, თუ რა ხდებოდა თუნდაც 2008 წლის ომის დროს. ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, რომელსაც პასუხები სჭირდება.

რაც შეეხება ბიზნესის მიმართ დამოკიდებულებას, კარგად გვახსოვს ყველას, თუ რა ხდებოდა - ღამის საათებში როგორ ხდებოდა დაკავებები, შემდეგ ციხეებში ნოტარიუსების შეყვანა, ბიზნესების გადაფორმება. ხაზარაძე-ჯაფარიძე მაშინ პოლიტიკაში არ ყოფილან, პოლიტიკურ პარტიებს არ წარმოადგენდნენ, მაგრამ მათ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში თავიანთი როლი ჰქონდათ. ამიტომ ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს და საზოგადოებას ყველაფერზე სრული ინფორმაცია ჰქონდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743009872

ახალი ამბები

წულუკიანი: კონკრეტულ ჯგუფს ხელმძღვანელობდა სააკაშვილი, ჩაიკეტებოდნენ ბიჭები და იღებდნენ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს ისე, რომ პრემიერსაც არ აყენებდნენ საქმის კურსში

 ახსნა-განმარტების მომცემმა პირმა დაადასტურა, რომ საქართველომ მიხეილ საკაშვილის მმართველობის პერიოდში, 2008 წლამდე, სულ მცირე, ორჯერ გაიარა ბეწვის ხიდზე. 2004 წლის აგვისტოში და 2006 წელს საომარი მოქმე...

თეა წულუკიანი

1743008155

ახალი ამბები

ქადაგიძე „მთავარ არხს": თქვენთვის ხომ არც აფხაზეთი ნიშნავს რამეს, არც სამაჩაბლო და არც საქართველო, ვიწროპარტიული ინტერესების გარდა, თქვენთვის არაფერს აქვს მნიშვნელობა

 „ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ტელეკომპანია „მთავარ არხს" მიმართავს, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, მთავრობა ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს 10 000...

ზურაბ ქადაგიძე

1743006442

ახალი ამბები

ოთარ გრიგოლია: შეფასებები თითქოს აქციები იყო მშვიდობიანი, არის უპასუხისმგებლო და რადიკალურ ჯგუფებს აგრესიული ქმედებებისკენ უბიძგებს

 „ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ფაქტობრივ უზუსტობებსა და ცალმხრივ შეფასებებზე დაფუძნებული ასეთი ანგარიშები საქართველოს უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს და კიდევ უფრო აღრმავებს პოლარიზაციას ჩვენს ქვეყა...

ოთარ გრიგოლია

1743004769

საზოგადოება

„ნაცმოძრაობა უნდა აიკრძალოს, ყველა „ნაცს“ უნდა აეკრძალოს პოლიტიკასა და მედიაში და საჯარო სამსახურებში მუშაობა“ - სვიმონ ჯანგულაშვილი

 „ნაციონალური მოძრაობა უნდა აიკრძალოს. ყველა ნაცს უნდა აეკრძალოს პოლიტიკასა და მედიაში და საჯარო სამსახურებში მუშაობა“ - წერს საზოგადოება ქართულის თანადამფუძნებელი, დიროჟორი სვიმონ ჯანგულაშვილი და პარ...

ჯანგულაშვილი

1743003590

ახალი ამბები

ზაალ ანჯაფარიძე 2008 წლის ომზე: კონფლიქტის ზონაში ხალხის ჩატოვების რეალური მიზეზი ის გახლდათ, რომ ყოფილიყო მსხვერპლი და შემდეგ ნაცებს ეს „კარტინკები“ მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ

 ვაშაძისეულ [იკითხე ნაცების] ვერსიას მხოლოდ გულუბრყვილო ხალხი თუ შეუძლია შეაცდინოს, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, გრიგოლ ვაშაძეს, რომელმაც კითხვაზე - რატომ ა...

ააა