კახა კალაძე: ჩვენი პოლიტიკით მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, მშვიდობამ კი მოიტანა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება

„იმ პოლიტიკით, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, მშვიდობამ მოიტანა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ სტუმრობისას განაცხადა.
კითხვაზე, როგორ შეძლებს ხელისუფლება დასავლეთის მხრიდან შეჩერებული ფინანსური დახმარებების კომპენსირებას, დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ ყველა გამოწვევას, რომელიც ქვეყნის წინაშე იდგება, მთავრობა შესაბამის პასუხს გასცემს.
„საბედნიეროდ, იმ პოლიტიკით, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, მშვიდობამ მოიტანა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ყოველწლიურად ქვეყნის ეკონომიკა იზრდება. ამას, რა თქმა უნდა, მოაქვს კეთილდღეობა, იზრდება ბიზნესები, იზრდება ბიუჯეტი, ამის სტატისტიკა და მონაცემები შეგიძლიათ ამოიღოთ. მომდევნო წლების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები დაახლოებით რა იქნება, ეგეც შეგვიძლია ვნახოთ. შესაბამისად, ჩვენ არაფერს მოვაკლებთ მოსახლეობას, რა პროექტებიც იქნება განსახორციელებელი, ყველაფერს გავაკეთებთ და მივიყვანთ ბოლომდე. საუბარი იყო, თითქოს რაღაცას ჯარს მოვაკლებთ და აგენტურას მოვახმართ თანხებს. ჩვენ არც ჯარისკაცებს დავაკლებთ არაფერს. ჩვენთვის მთავარი არის მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ყველა გამოწვევა და პრობლემა, რომელიც არსებობს, იქნება მოგვარებული და გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, რათა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები იქნეს განხორციელებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1743009872
ახალი ამბებიწულუკიანი: კონკრეტულ ჯგუფს ხელმძღვანელობდა სააკაშვილი, ჩაიკეტებოდნენ ბიჭები და იღებდნენ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს ისე, რომ პრემიერსაც არ აყენებდნენ საქმის კურსში
ახსნა-განმარტების მომცემმა პირმა დაადასტურა, რომ საქართველომ მიხეილ საკაშვილის მმართველობის პერიოდში, 2008 წლამდე, სულ მცირე, ორჯერ გაიარა ბეწვის ხიდზე. 2004 წლის აგვისტოში და 2006 წელს საომარი მოქმე...
1743008155
ახალი ამბებიქადაგიძე „მთავარ არხს": თქვენთვის ხომ არც აფხაზეთი ნიშნავს რამეს, არც სამაჩაბლო და არც საქართველო, ვიწროპარტიული ინტერესების გარდა, თქვენთვის არაფერს აქვს მნიშვნელობა
„ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ტელეკომპანია „მთავარ არხს" მიმართავს, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, მთავრობა ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს 10 000...
1743006442
ახალი ამბებიოთარ გრიგოლია: შეფასებები თითქოს აქციები იყო მშვიდობიანი, არის უპასუხისმგებლო და რადიკალურ ჯგუფებს აგრესიული ქმედებებისკენ უბიძგებს
„ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ფაქტობრივ უზუსტობებსა და ცალმხრივ შეფასებებზე დაფუძნებული ასეთი ანგარიშები საქართველოს უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს და კიდევ უფრო აღრმავებს პოლარიზაციას ჩვენს ქვეყა...
1743004769
საზოგადოება„ნაცმოძრაობა უნდა აიკრძალოს, ყველა „ნაცს“ უნდა აეკრძალოს პოლიტიკასა და მედიაში და საჯარო სამსახურებში მუშაობა“ - სვიმონ ჯანგულაშვილი
„ნაციონალური მოძრაობა უნდა აიკრძალოს. ყველა ნაცს უნდა აეკრძალოს პოლიტიკასა და მედიაში და საჯარო სამსახურებში მუშაობა“ - წერს საზოგადოება ქართულის თანადამფუძნებელი, დიროჟორი სვიმონ ჯანგულაშვილი და პარ...
1743003590
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე 2008 წლის ომზე: კონფლიქტის ზონაში ხალხის ჩატოვების რეალური მიზეზი ის გახლდათ, რომ ყოფილიყო მსხვერპლი და შემდეგ ნაცებს ეს „კარტინკები“ მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ
ვაშაძისეულ [იკითხე ნაცების] ვერსიას მხოლოდ გულუბრყვილო ხალხი თუ შეუძლია შეაცდინოს, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, გრიგოლ ვაშაძეს, რომელმაც კითხვაზე - რატომ ა...