მაკა ბოჭორიშვილი - სხვადასხვა აქტორის მიერ ევროინტეგრაცია ხშირად გამოიყენება დესტაბილიზაციის ინსტრუმენტად, ევროინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანია და ველოდებით რელევანტურ მიდგომას

24 მარტი 12:47 საზოგადოება

 ევროინტეგრაცია რჩება საქართველოს სტრატეგიულ მიზნად და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოსთვის. რასაც ვხედავთ ბოლო წლებში, არის, რომ ევროინტეგრაცია სხვადასხვა აქტორის მიერ ძალიან ხშირად გამოიყენება ქვეყნის დესტაბილიზაციის ინსტრუმენტად და ჩვენ არ გვახარებს ამის ხილვა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთში, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, ევროინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავლისთვის და ელოდება რელევანტურ მიდგომას ყველა აქტორისგან, მათ შორის, ევროკავშირის, ბრიუსელის ჩათვლით.



„საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდრო პარტნიორია. ჩვენ ყოველთვის იქ ვართ, სადაც პარტნიორებს სურთ ჩვენი ნახვა, მათ შორის, როცა საქმე ეხება უსაფრთხოებისთვის ბრძოლას, მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას და უკეთეს მომავალს. მჯერა, რომ საქართველოს შეუძლია წვლილის შეტანა ევროპის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფაში. ამისთვის საჭიროა მაგიდასთან დაჯდომა და სერიოზულ საკითხებზე საუბარი, შეწყვეტა დესტაბილიზაციისა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისთვის ამ საკითხის გამოყენების, რასაც საქართველოში, სამწუხაროდ, ხშირად ვხედავთ“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

7:15

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები ბალტიისპირეთის კაპრიზებს არ აჰყვნენ, გაარღვიონ ეს მანკიერი წრე და სწორ გზაზე დააბრუნონ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები

მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები არ აჰყვნენ ბალტიისპირეთის კაპრიზებს, გაარღვიონ ეს მანკიერი წრე და სწორ გზაზე დააბრუნონ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, – ამის შესახებ საქა...

შალვა პაპუაშვილი

7:12

ახალი ამბები

ჯანდაცვის სამინისტრო: პაციენტებს მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

დღეიდან, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, პაციენტებს მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამი...

ჯანდაცვის სამინისტრო:

6:59

საზოგადოება

თბილისში სტინგის კონცერტის ბილეთების შეძენის მიზნით, ყალბი ვებგვერდის საშუალებით მოქალაქეებისთვის ფინანსური ზიანის მიყენების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში სტინგის კონცერტის ბილეთების შეძენის მიზნით, ყალბი ვებგვერდის საშუალებით მოქალაქეებისთვის ფინანსური ზიანის მიყენების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთ...

პროკურატურა

6:41

ახალი ამბები

შსს: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ შეძენა-შენახვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიე...

ნარკოტიკული საშუალებები

6:32

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედ...

დაკავება