მფრინავი იმედა მაისურაძე კოდორის სპეცოპერაციაზე: მიზნების ძებნა დავიწყეთ და ვერავინ ვნახეთ, დავინახეთ მხოლოდ მორბენალი ბავშვები და ქალები თეთრი ზეწრებით, მოსახლეობა არ იყო ევაკუირებული

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2012 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილება მფრინავმა, იმედა მაისურაძემ ისაუბრა კოდორში ჩატარებულ 2006 წლის ივლისის სპეცოპერაციაზე.

იმედა მაისურაძის განცხადებით, ხელმძღვანელობამ ისინი დაარწმუნა, რომ ოპერაციის ჩატარების ადგილიდან მოსახლეობა ევაკუირებული იქნებოდა, მაგრამ ადგილზე მიფრენისას დაინახეს ბავშვები და ქალები თეთრი ზეწრებით ხელში.

„ხელმძღვანელობამ დაგვარწმუნა, რომ მოსახლეობა ევაკუირებული იყო, შემდეგ უკვე გადავწყვიტეთ გაფრენა. სიტუაცია ისეთი იყო იქ, უარის თქმას ფაქტობრივად ვერავინ გაბედავდა. ისე ჰქონდათ სიტუაცია დაყენებული პირად შემადგენლობაში და მთელს შეიარაღებულ ძალებშიც. პირველი გაფრენა რომ შევასრულეთ, იქიდანაც იყო ცეცხლი, იმიტომ რომ ჩვენს სატრანსპორტო ვერტმფრენს მოხვდა რამდენიმე ტყვია და ეკიპაჟებმა რომ ითხოვეს დახმარება, მიზნების ძებნა დავიწყეთ და ვერავინ ვერ ვნახეთ, დავინახეთ მხოლოდ ბავშვები და ქალები დარბოდნენ თეთრი ზეწრებით.

100%-ით დარწმუნებულები ვიყავით, რომ მოსახლეობა არ იყო ევაკუირებული იქიდან და შესაბამისად, მერე უკვე არ ვიმუშავეთ მიზნებზე. მოვძებნეთ ცარიელი რიყე ადგილი და სათქმელად, საჩვენებლად გავუშვით რამდენიმე „ზალპი“. რეზულტატი რომ ვერ მიიღეს, ეტყობა პირდაპირ გადმოსცემდნენ, ჩვენ რომ დავბრუნდით სენაკში ბაზაზე უკან, უკვე იცოდნენ რომ იმ მიზანს რაც ჰქონდათ, ვერ მიაღწიეს“, - განაცხადა იმედა მაისურაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751479505

საზოგადოება

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსებასთან, 2004-2012 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან და აგვისტოს ომთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პა...

საგამოძიებო კომისია

1751479144

ახალი ამბები

თბილისში კაცმა მეზობელი მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. გავრცელებული ინფორმაციით, ისანში კაცმა მეზობელი პარკინგის ადგილის გამო დაწყებული კონფლიქტის შედეგად მოკლა. არსებული ინფორმაც...

დაკავება, პოლიცია

1751478250

საზოგადოება

გახარია თეა წულუკიანის კითხვაზე, ადასტურებს თუ არა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იღებს მონაწილეობას: დიახ, ვადასტურებ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ გახარიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიი...

გახარია თეა წულუკიანი

1751478217

საზოგადოება

მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ დავითაშვილი: საემიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად 2025 წლის 6 თვის მონაცემებით, ქვეყნიდან საერთო ჯამში გაძევებულია 525 პირი, რაც 280%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს

საემიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად 2025 წლის 6 თვის მონაცემებით, ქვეყნიდან საერთო ჯამში გაძევებულია 525 პირი, რაც 280 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს - განუცხადა „ქრონიკას...

 გურამ დავითაშვილი

1751476342

საზოგადოება

საგარეო უწყება: სამინისტრო 13 ივნისს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა ახლო აღმოსავლეთში ესკალაციას, ჩვენ განსაკუთრებულად ვუსვამთ ხაზს დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას დეესკალაციისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად

ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-მ ირანის საელჩოს სამძიმრის წიგნში გაკეთებულ ჩანაწერთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. კერძოდ, საუბარია 20...

ვბჰ