მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე დააკავეს

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.
კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე. მათ შორის არიან - ნიგერიის, ბანგლადეშის, თურქმენეთის, ყაზახეთის და ინდოეთის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.
ამჟამად, აღნიშნული პირები მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.
მიგრაციის დეპარტამენტი სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებას განახორციელებს რეგულარულად, რათა უზრუნველყოს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ეფექტიანი აღსრულება.
1752755191
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ დედაქალაქის მერის ანგარიშს დაესწრო
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ანგარიშს დაესწრო, რომელიც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ წარადგინა. „კახა კალაძემ კი...
1752751841
ახალი ამბები„პირადად მე, უვიზო კი არა და ევროპაც არ მინდა, როცა სანაცვლოდ ჩემი ქვეყნის, ხალხის, რელიგიის განადგურებას გვთავაზობენ“ - დიმიტრი სამხარაძე
„ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას! ევროპელი კორუმპირებული ბიუროკრატები მხოლოდ კი არ გვაშანტაჟებენ, არამედ მთელ ერს დაგვცინიან!“, - წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოცია...
1752751376
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 20 პირი დააკავა, ხოლო 4 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, მათ შორის ორი „კანონიერი ქურდია“
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, იმერეთისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ...
1752748541
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ამ წერილით ევროკავშირმა, ფაქტობრივად, აღიარა, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის ვიზის შეჩერება იყო საერთაშორისო სამართლის და ხელშეკრულების დარღვევა
ბრიუსელი ყალბ დილემას გვიყენებდა, მაგალითად, სააკაშვილთან დაკავშირებით - რომ მოკვდეს, რა მოხდებაო. შანტაჟის მთელი იდეაა ცრუ დილემების დაყენება, რასაც, მაგალითად, ელენე ხოშტარია აკეთებდა, როდესაც დაიწყ...
1752747132
ახალი ამბებიკახა კალაძე: ეს კანონები კი არ არის პრობლემა, არამედ ის, რომ საქართველოს ჰყავს პატრიოტი ხელისუფლება, ცდილობენ, როგორმე სათავეში მოიყვანონ აგენტურა - ადამიანები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ თუნდაც ქვეყნის წინააღმდეგ
„გრძელდება შანტაჟი, ახალი არაფერია, მზად ვართ დისკუსიისთვის, თუნდაც მოვისმინოთ, რატომ არის ცუდი „გამჭვირვალობის კანონი“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი მედიასთან ევროკომისიისგან გამოგზავნილ წერილს, რ...