მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე დააკავეს
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 55 უცხოელი არალეგალი, მათ შორის - რუსეთის, უზბეკეთის, თურქეთის, ბელორუსის, ყირგიზეთის, აზერბაიჯანის, იორდანიის, კოტ-დივუარის, ბანგლადეშის, თურქმენეთისა და პაკისტანის მოქალაქეები. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.
დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.
ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1777267169
ახალი ამბებისოსიაშვილი ჰერჩინსკიზე: ასეთი ბნელი აზრებისა და იდეების პატრონი, თავისი ბუნებით ანტიევროპელი კაცი ლაპარაკობს ჩვენი ხალხის „ბნელ“ წარსულზე
მან განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ფეხქვეშ გათელა ვენის კონვენცია, ყოველგვარი დიპლომატიური ნორმები და თავს ესხმის ქართველ ხალხს, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმ...
1777266455
მსოფლიორომის პაპი: ისინი, ვინც ომებს აჩაღებენ, ყველას გვართმევენ მშვიდობიანი მომავლის შანსს
რომის პაპმა ლეო XIV-მ ომების გამჩაღებლებს და დედამიწის რესურსების მითვისების მსურველებს ქურდები უწოდა, რომლებიც მსოფლიოს მშვიდობიან მომავალს ართმევენ. „ეს კვლავ გაფრთხილებად რჩება სულ უფრო და უფრო მძლ...
1777236169
საზოგადოებავატო შაქარიშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: დიპლომატიას კი არა, საერთოდ ყოველგვარ მორალურ ზღვარს არის გაცდენილი, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენელი გვემუქრება, რომ დაგვაბრუნებს სამოქალაქო ომში, ეს არის წარმოუდგენელი მოცემულობა
„დიპლომატიას კი არა, საერთოდ ყოველგვარ მორალურ ზღვარს არის გაცდენილი, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენელი გვემუქრება, რომ დაგვაბრუნებს სამოქალაქო ომში“, - განუცხადა „იმედის კვირას“ „ერთიანი ნეიტრალური...
1777235018
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი ჰერჩინკის განცხადებაზე: სიღრმისეულად უნდა ჩავიხედოთ კარგად და ვეძებოთ მიზეზი ამ უტიფარი განცხადებისა გარკვეულ პოლიტიკურ ამოცანებში, რომელიც დღეს ბრიუსელს აქვს დასახული
„სიღრმისეულად უნდა ჩავიხედოთ კარგად და ვეძებოთ მიზეზი ამ უტიფარი განცხადებისა გარკვეულ პოლიტიკურ ამოცანებში, რომელიც დღეს ბრიუსელს აქვს დასახული“, - განუცხადა „იმედის კვირას“ საქართველოს პარლამენტის თ...
1777234022
საზოგადოებამამა შალვა კეკელია: ჩვენ ერთადერთი, რაც შეგვიძლია, ეს კარგად უნდა გაიგოს მთელმა ერმა და მთელმა ქვეყანამ - მომავალი პატრიარქისთვის ვილოცოთ, ღმერთმა სწორი არჩევანი გააკეთებინოს ჩვენს ეპისკოპოსებს
ჩვენ ერთადერთი რაც შეგვიძლია, ეს კარგად უნდა გაიგოს მთელმა ერმა და მთელმა ქვეყანამ - მომავალი პატრიარქისთვის ვილოცოთ, ღმერთმა სწორი არჩევანი გააკეთებინოს ჩვენს ეპისკოპოსებს, - განუცხადა „იმედის კვირას...




























