რევაზ სოხაძე: საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, - ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ გადაცემაში „მოამბე რეგიონები“ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც სოხაძემ აღნიშნა, არსებული ვითარება სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, რომელსაც ხელისუფლება ღიად აღიარებს და აქტიურად მუშაობს მის გადასაჭრელად.
მინისტრის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, გასული წლის სექტემბერში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა სრულად გადაეცა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მას შემდეგ რაც გაუქმდა სააგენტო „ესიდა“, რომელიც სკოლების მშენებლობას ახორციელებდა.
„ეს პროცესები როდესაც სამინისტროში გადმოვიდა, საკმაოდ მძიმე რეალობასთან მოგვიწია შეხება - მოუწესრიგებელი დოკუმენტაცია, გაჩერებული მშენებლობები, არასრულყოფილი და ზოგ შემთხვევაში საერთოდ არარსებული პროექტები“, - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, სამინისტრო სრულად იზიარებს მშობლებისა და მოსწავლეების უკმაყოფილებას, რადგან წლების განმავლობაში ბავშვებს ხშირად არ ჰქონდათ სრულფასოვანი განათლების მიღების შესაძლებლობა.
„ეს არის სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა და პრიორიტეტი, რომელზეც ყოველდღიურად ვმუშაობთ“, - აღნიშნა სოხაძემ.
მინისტრის განმარტებით, განათლების სამინისტრო განსაზღვრავს პრიორიტეტებს, ხოლო ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს შესაბამის პროექტებს. მისი თქმით, სამინისტრო აქტიურად ურთიერთობს ადგილობრივ მოსახლეობასთან და უზრუნველყოფს პროცესების გამჭვირვალობას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მანავის სკოლის შესახებ უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენისთანავე დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები.
რაც შეეხება მოხისის სკოლას, მინისტრის თქმით, მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები – შენობის მდგომარეობა შეფასდება ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, რის შემდეგაც გადაწყდება, საჭიროა არსებული შენობის რეაბილიტაცია თუ ახალი სკოლის მშენებლობა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი პრობლემები მწვავედ დგას არა მხოლოდ რეგიონებში, არამედ დედაქალაქშიც. ამ გამოწვევის დასაძლევად სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, შეიმუშაოს სკოლების ტიპური პროექტები, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს მშენებლობის პროცესს.
„მზა პროექტების არსებობა საშუალებას მოგვცემს, აღარ დავკარგოთ დრო თითოეული სკოლის ინდივიდუალური პროექტირების პროცესში და სამუშაოები გაცილებით სწრაფად განხორციელდეს“, - განაცხადა მინისტრმა.
სოხაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და პროცესში ჩართულია მრავალი სახელმწიფო უწყება, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამუშაოების შეუფერხებლად მიმდინარეობა.
მისივე განცხადებით, სამინისტრო ყოველდღიურად მუშაობს, რათა მრავალწლიანი პრობლემები დროულად გადაიჭრას და მოსწავლეებისთვის ღირსეული სასწავლო გარემო შეიქმნას.
1777270113
ახალი ამბებიჩაკვეტაძე: პარლამენტი მოტივირებულია ცვლილებები განიხილოს დაჩქარებული წესით, ჩვენთვის ამოსავალი წერტილია, რომ სამართალდამცავი უწყებები აგრძელებენ შეუფერხებელ მუშაობას, რათა მათი პროდუქტიულობა კიდევ უფრო გაიზარდოს
„პარლამენტი არის მოტივირებული, რომ ცვლილებები განიხილოს დაჩქარებული წესით“, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ საკადრო...
1777269696
მსოფლიოტრამპი: სროლის დროს არ ვნერვიულობდი, მინდოდა, მენახა, რა ხდებოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის მიღებაზე მომხდარი სროლის შესახებ CBS News-თან ისაუბრა. დონალდ ტრამპის თქმით, თავდამსხმელი „ავადმყოფი“ და „რადიკალიზებული“ ადამი...
1777267205
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: შეიძლება ითქვას, რომ მამუკა მდინარაძე უკონკურენტოა, ის იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი, ხოლო მალე დაიკავებს სახელმწიფო მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობას
კოორდინაციისთვის, დასახული ამოცანების შესრულებისთვის საჭიროა შესაბამისი სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელიც სახელმწიფო მინისტრის სახით იქნება წარმოდგენილი, - განაცხადა მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით მა...
1777267169
ახალი ამბებისოსიაშვილი ჰერჩინსკიზე: ასეთი ბნელი აზრებისა და იდეების პატრონი, თავისი ბუნებით ანტიევროპელი კაცი ლაპარაკობს ჩვენი ხალხის „ბნელ“ წარსულზე
მან განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ფეხქვეშ გათელა ვენის კონვენცია, ყოველგვარი დიპლომატიური ნორმები და თავს ესხმის ქართველ ხალხს, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმ...
1777266455
მსოფლიორომის პაპი: ისინი, ვინც ომებს აჩაღებენ, ყველას გვართმევენ მშვიდობიანი მომავლის შანსს
რომის პაპმა ლეო XIV-მ ომების გამჩაღებლებს და დედამიწის რესურსების მითვისების მსურველებს ქურდები უწოდა, რომლებიც მსოფლიოს მშვიდობიან მომავალს ართმევენ. „ეს კვლავ გაფრთხილებად რჩება სულ უფრო და უფრო მძლ...































