მიხეილ სარჯველაძე სომხეთის შრომისა და სოციალური საკითხების მინისტრს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ერევანში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის შრომისა და სოციალური საკითხების მინისტრთან ნარეკ მკრტჩიანთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები შრომისა და სოციალური დაცვის მიმართულებით, ასევე იმსჯელეს ქვეყნებს შორის არსებული გამოწვევებისა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარების საკითხებზე.

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს რეგიონში სოციალური დაცვის სისტემების განვითარების მნიშვნელობას და მომავალში ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებს.

მიხეილ სარჯველაძე, ერევანში, სოციალური სამართლიანობის მე-3 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.

ვიზიტი რეგიონში სოციალური სამართლიანობის გაძლიერებასა და საერთაშორისო პარტნიორობის ხელშეწყობას ემსახურება. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750495923

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელ...

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება

1750494301

ახალი ამბები

სუსმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამ...

სუს-მა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავა

1750492349

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი „საფარზე“: ჯერ დეზინფორმაციის კამპანია აწარმოეს და სცადეს, საზოგადოება მოეტყუებინათ, განსაკუთრებით, პერსონალური მონაცემების ნაწილში და შემდეგ, დაიწყეს არქივების განადგურება

„ჯერ დეზინფორმაციის კამპანია აწარმოეს და სცადეს, საზოგადოება მოეტყუებინათ, განსაკუთრებით, პერსონალური მონაცემების ნაწილში და შემდეგ, დაიწყეს ამ გაურკვეველი არქივების განადგურება“, - განაცხადა ადამიანი...

 რატი იონათამიშვილი

1750490383

ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტომ იმპორტირებული საზამთროს და ნესვი ნიტრატების შემცველობაზე შეამოწმა

სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ბაღჩეულ კულტურებს - საზამთროს და ნესვს ნიტრატების შემცველობაზე ამოწმებს. დღეის მდგომარეობით, ბაზარზე ძირითადად იმპორტირებული პროდუქტი იყიდება....

სურსათის ეროვნული სააგენტო

1750487800

მსოფლიო

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „ამერიკის ხმის“ ასეულობით თანამშრომელი გაათავისუფლა

„ამერიკის ხმამ“ პერსონალი, დაახლოებით, 85%-ით შეამცირა. გათავისუფლდა აშშ-ის გლობალური მედიის 1400 სამუშაო ადგილი. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times ავრცელებს და მოსახლეობას „ამერიკის ხმის“ ზ...

ამერიკის ხმა