მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ ველოდებოდით, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები ნელ-ნელა კალაპოტში ჩადგებოდა, ტრამპის წერილი და პრემიერთან სტივ დეინსის დღევანდელი შეხვედრაც ამის გამოძახილია

„ჩვენ ველოდებოდით, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები ნელ-ნელა კალაპოტში ჩადგებოდა, ტრამპის წერილი და პრემიერთან სტივ დეინსის დღევანდელი შეხვედრაც ამის გამოძახილია“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, 26 მაისთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის მისალოც წერილში გამოჩნდა, რომ ის მზად არის ურთიერთობებისთვის და შეიძლება ითქვას, ამ წერილით პირველი ნაბიჯები გადაიდგა.

„ჩვენ, უბრალოდ, ველოდებოდით, რომ ნელ-ნელა კალაპოტში ჩადგებოდა ეს პროცესი და სწორედ ამ პროცესს ვაკვირდებით. ეს წერილიც და პრემიერთან სტივ დეინსის დღევანდელი შეხვედრაც ამის გამოძახილია, რომ ნელ-ნელა უბრუნდება კალაპოტს ურთიერთობები. სპეკულაციები ბევრი იქნება, ჩვენ ამისთვისაც მზად ვიყავით. ვემზადებოდით და საკმაოდ მომზადებულია საქართველოს ხელისუფლება. ყოველთვის მზადყოფნას გამოვთქვამთ ნებისმიერი მიმართულებით, იქნება ეს ევროკავშირის ქვეყნები, აშშ, თუ სხვა. მზად ვართ, დავსხდეთ, დავილაპარაკოთ. იქიდან განსხვავებულ პასუხებს ვიღებდით და ამასაც გაგებით ვეკიდებოდით. დღესაც რომ ამდენი ხანი გაგრძელდა ეს პროცესი, რომ ტრამპმა ამ მილოცვით აღნიშნა პირველი შეხება ჩვენს ქვეყანასთან, ესეც მოლოდინის რეჟიმი იყო. ჩვენ ხომ ვხედავთ, რა ხდება გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, რა მიზნები დაისახა ტრამპმა. ვხედავთ თანმიმდევრულობას, რა არის მისთვის დღის წესრიგში. ნამდვილად ვერ დადგებოდა საქართველო მისთვის პირველ რიგში და არც არავინ მოითხოვდა, მით უმეტეს, ჩვენი მხრიდან. ჩვენ ვხედავთ ამ პროცესს. ეს ღირებულებითი თანხვედრა, რომელზეც ხაზს ვუსვამდით, გამოჩნდა წერილშიც, რომ ის ხაზს უსვამს ამ დამოკიდებულებას. ამ წერილში ჩანს, რომ ურთიერთობებისთვის ის მზად არის და მგონი, ეს პროცესი, ჩემი აზრით, ამ გადმოსახედიდან უკვე, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს პირველი ნაბიჯი გადაიდგა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა და დასძინა, რომ დონალდ ტრამპის მისალოცი წერილი საქართველოში აშშ-ის საელჩოს გავლით მიიღო“.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1748714976

საქართველო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების რიგებშია, სადაც მოგზაურობა უსაფრთხოა, ხოლო რისკები ნაკლები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების რიგებშია, სადაც მოგზაურობა უსაფრთხოა, ხოლო რისკები ნაკლები. სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციებზე დ...

აშშ და საქართველო

1748710793

ახალი ამბები

გენო პეტრიაშვილი: გვიხარია, რომ გერმანიაში ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ბევრი ქართველი იმყოფება - დარწმუნებული ვარ, თითოეული ქართველის შეძახილი ჩვენს მაგარ ქართველ კაცს გააძლიერებს

გვიხარია, რომ გერმანიაში ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ბევრი ქართველი იმყოფება, - განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა „ქრონიკასთან“ მიუნხენში, სადაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება. „დარწმუნებული ვ...

გენო პეტრიაშვილი

1748708135

საზოგადოება

პირველ ივნისთან დაკავშირებით, დედაქალაქში საბავშვო გასართობი ღონისძიებები გაიმართება

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, საბავშვო გასართობი აქტივ...

თბილისის მერია

1748704744

ახალი ამბები

სპორტის მინისტრი ბოდიბილდინგის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო 30-31 მაისს ბოდიბილდინგში ფიტნესისა და „ფიტნეს ჩელენჯის“ საერთაშორისო თასს მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ბ...

სპორტის მინისტრი

1748702647

ახალი ამბები

მაია ნიკოლეიშვილი: ბულინგი ბავშვის თანდასწრებით მწარედ მახსოვს. ბულინგი კი არა, სააკაშვილის სპეცრაზმელების შემოვარდნა დილის 5 საათზე, როდესაც ყველას ეძინა და როდესაც ავტომატი იყო მოშვერილი ჩემსა და ჩემი 11 წლის ბავშვის მიმართ

ბულინგი ბავშვის თანდასწრებით ძალიან მწარედ მახსოვს, მე პირადად მაქვს გამოცდილი ეს. ისეთი ტრავმაა, ადამიანს ყოველთვის თან დაჰყვება - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა დეპ...

აააა