მიხეილ ყაველაშვილი: პრეზიდენტი ვარ, მაგრამ ვიყავი პარლამენტის წევრი, მყავს მეგობრები და მაშინაც ვიცოდი, როგორ გეგმავდნენ გარე აქტორები აქ პროცესებს და როგორ ხდებოდა აქცენტის გადატანა სალომე ზურაბიშვილზე

„პრეზიდენტი ვარ, მაგრამ ვიყავი პარლამენტის წევრი. ვიძახდი – მყავს მეგობრები და მაქვს მათთან ურთიერთობა, რომ მათი გარე აქტორები როგორ გეგმავენ აქ პროცესებს. მათი დაგეგმილი შეიძლება, ბევრმა არც იცოდა, მაგრამ მე ვიცოდი, როგორ კეთდებოდა სალომე ზურაბიშვილზე აქცენტის გადატანა“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ახალგაზრდებს მონობაზე მოაწერინეს ხელი და ქსელიდან ვეღარ გამოდიან. მისივე განცხადებით, საკუთარი თავი თუ ვერ გადალახეს, სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტი სასოწარკვეთა ელოდებათ წინ.

„არქივი არსებობს, ამაზე ვსაუბრობდი, რომ მასზე გაკეთდებოდა აქცენტი, ალტერნატიული მთავრობის. ეს ძველი დაკვეთაა. ის ამას ვერ აუვლის გვერდს, ვიცოდით ამის შესახებ. ეს ყველაფერი მიბმულია პირდაპირ ამ თემაზე. მიკვდება გული. არ ვიცი, ვინ როგორ აიძულეს და რატომ დგამს ამ ნაბიჯს, მათ პასუხისმგებლობაზეა, სალომე ზურაბიშვილით დაწყებული, პოლიტიკოსებით დამთავრებული. ეს ახალგაზრდები თითქოს რომ ევროპაო და თავისუფლების სახელით გამოდიან, პირიქით აქვთ საფიქრალი – მონობაზე მოაწერინეს ხელი და ამ ქსელიდან ვეღარ გამოდიან. დაფიქრდნენ, ეს იქნება მათი პირველი ნაბიჯი, რომ საკუთარი თავი გადალახეს. ეს თუ ვერ გააკეთეს, სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტი სასოწარკვეთა ელოდებათ წინ. რეალობა უნდა შეაფასონ. როგორ ატყუებენ, რომ ეს არ არის ტრამპის ნამდვილი წერილი, ასე შეასაღეს საზოგადოებას. ამის სჯერათ და გამოდიან, თავისუფლებაზე გელაპარაკებიან“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1748714976

საქართველო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების რიგებშია, სადაც მოგზაურობა უსაფრთხოა, ხოლო რისკები ნაკლები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების რიგებშია, სადაც მოგზაურობა უსაფრთხოა, ხოლო რისკები ნაკლები. სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციებზე დ...

აშშ და საქართველო

1748710793

ახალი ამბები

გენო პეტრიაშვილი: გვიხარია, რომ გერმანიაში ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ბევრი ქართველი იმყოფება - დარწმუნებული ვარ, თითოეული ქართველის შეძახილი ჩვენს მაგარ ქართველ კაცს გააძლიერებს

გვიხარია, რომ გერმანიაში ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ბევრი ქართველი იმყოფება, - განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა „ქრონიკასთან“ მიუნხენში, სადაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება. „დარწმუნებული ვ...

გენო პეტრიაშვილი

1748708135

საზოგადოება

პირველ ივნისთან დაკავშირებით, დედაქალაქში საბავშვო გასართობი ღონისძიებები გაიმართება

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, საბავშვო გასართობი აქტივ...

თბილისის მერია

1748704744

ახალი ამბები

სპორტის მინისტრი ბოდიბილდინგის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო 30-31 მაისს ბოდიბილდინგში ფიტნესისა და „ფიტნეს ჩელენჯის“ საერთაშორისო თასს მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ბ...

სპორტის მინისტრი

1748702647

ახალი ამბები

მაია ნიკოლეიშვილი: ბულინგი ბავშვის თანდასწრებით მწარედ მახსოვს. ბულინგი კი არა, სააკაშვილის სპეცრაზმელების შემოვარდნა დილის 5 საათზე, როდესაც ყველას ეძინა და როდესაც ავტომატი იყო მოშვერილი ჩემსა და ჩემი 11 წლის ბავშვის მიმართ

ბულინგი ბავშვის თანდასწრებით ძალიან მწარედ მახსოვს, მე პირადად მაქვს გამოცდილი ეს. ისეთი ტრავმაა, ადამიანს ყოველთვის თან დაჰყვება - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა დეპ...

აააა