მიხეილ ყაველაშვილი საგარეო ურთიერთობებზე: რაზეც საქართველოს ხელისუფლება საუბრობდა, ახლა ტრამპის ადმინისტრაცია ერთი ერთში იმეორებს

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საგარეო ურთიერთობებზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, რაზეც საქართველოს ხელისუფლება საუბრობდა, ახლა ტრამპის ადმინისტრაცია ერთი ერთში იმეორებს.
„რაც დღეს გლობალური თვალსაზრისით ხორციელდება, მხედველობაში მაქვს ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებები - გამოიკვეთა კონკრეტული ძალები, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ ომით. საუბარია „დიფსთეითზე“, რომელსაც საქართველოში გლობალური ომის პარტია დავარქვით, რომლის ინტერესები იყო, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო ეს ომი. ამ თემაზე თავიდანვე ვსაუბრობდით და ახლა ამაზე ტრამპის ადმინისტრაცია საუბრობს.
ჩვენს ქვეყანას მოუწოდებდნენ, მეტი აქტიურობა გამოეჩინა უკრაინის ომისთვის, გვთხოვდნენ სანქციებთან შეერთებას, მოხალისეების და იარაღის გაგზავნას, რაც პირდაპირ კავშირში იყო, რომ საქართველო ომში უნდა ჩართულიყო. ამას მოგვიწოდებდა უკრაინის ხელისუფლებაც, ელჩიც გაიწვია, ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო და ამას ჩვენ ვგრძნობდით. ამერიკის წინა ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ამ ზეწოლის გზას იმეორებდნენ. რასაც ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება და „ხალხის ძალა“ ვამბობდით, ზუსტად ერთი ერთში იმავეს იმეორებს ტრამპის ადმინისტრაცია“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
1740247834
საქართველომიხეილ ყაველაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა ხედვები შეიცვალა, იმ პროცესის ნაწილი გახდა, რომელიც საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი ჩამოგდების პროცესთან არის თანხვედრაში
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუშიგანაცხადა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხედვები შეიცვალა, იმ პროცესის ნაწილი გახდა, რომე...
1740244935
საქართველომიხეილ ყაველაშვილი - ჩვენი და აზერბაიჯანის მეგობრობა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის არის სამაგალითო, საქართველოს მოტივაციაა, რეგიონში რაც შეიძლება მალე დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა
ჩვენი და აზერბაიჯანის მეგობრობა სამაგალითოა, დარწმუნებული ვარ, ეს ურთიერთობა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის არის სამაგალითო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანული...
1740242051
მსოფლიო23 თებერვალს გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება
23 თებერვალს გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მმართველ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD) სამი ძირითადი კონკურენტი ჰყავს: ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი (CDU-CSU), ულტრამემარჯვენე...
1740241942
მსოფლიომედვედევი კიევს: გამოაცხადეთ არჩევნები და კაპიტულაციისთვის მოემზადეთ
„კიევის რეჟიმის ერთ-ერთი გზა არის არჩევნების გამოცხადება და კაპიტულაციისთვის მომზადება,“ - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ᲐᲛᲔᲠᲘᲙ...
1740240956
საქართველოპიმენ ყურაშვილი: საქართველო უნდა იდგეს საკუთარი ინტერესების სადარაჯოზე, სიმართლის სადარაჯოზე და ეს ძალიან კარგად აწარმოა საქართველოს ხელისუფლებამ, არავის დაუთმო და ასე უნდა გავაგრძელოთ. მთავარი არის საქართველო უპირველეს ყოვლისა
საქართველო უნდა იდგეს საკუთარი ინტერესების სადარაჯოზე, სიმართლის სადარაჯოზე და ეს ძალიან კარგად აწარმოა საქართველოს ხელისუფლებამ, არავის დაუთმო და ასე უნდა გავაგრძელოთ. მთავარი არის საქართველო უპირვე...