მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვესელინ ვალკანოვს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვესელინ ვალკანოვს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა, ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის პარტნიორობას ისტორიული კავშირები, საერთო ინტერესები და ურთიერთპატივისცემა განამტკიცებს.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობას, შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის გაღრმავებას, ენერგეტიკული და სატრანზიტო პროექტების განვითარებას, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგს.

პრეზიდენტმა ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის. მიხეილ ყაველაშვილმა ვესელინ ვალკანოვს მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782735170

ახალი ამბები

„თბილისის ურბანული ტყე“ - საქველმოქმედო ფონდ ქართუს დაფინანსებული და ფონდ „განვითარება და გარემოს“ მიერ შესრულებული მასშტაბური რეკრეაციული პროექტი დასკვნით ეტაპზეა

„თბილისის ურბანული ტყე“ - საქველმოქმედო ფონდ ქართუს დაფინანსებული და ფონდ „განვითარება და გარემოს“ მიერ შესრულებული მასშტაბური რეკრეაციული პროექტი დასკვნით ეტაპზეა. უკვე რეაბილიტირებულია 700 ჰექტარამდ...

თბილისის ურბანული ტყე“

1782732989

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვია

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვია. ასტანის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი ნ...

ირაკლინკობახიძე

1782730684

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ბექა დვალს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ბექა დვალს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შ...

საქართველოს პრეზიდენტი

1782730382

მსოფლიო

თურქეთის პოლიციამ სტამბოლში ლგბტ პრაიდის მონაწილე, სულ მცირე, 50 ადამიანი დააკავა - დაკავებულებს შორის 1 ჟურნალისტია

თურქეთის პოლიციამ სტამბოლში ლგბტ პრაიდის მიმდინარეობისას, სულ მცირე, 50 ადამიანი, მათ შორის ერთი ჟურნალისტი, დააკავა. ინფორმაციას AFP ავრცელებს. როგორც უცხოური მედია წერს, პოლიციამ სტამბოლში ტაქსიმის...

 ლგბტ პრაიდი

1782728065

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ მომაკვდავი ორგანიზმია, არც ჟორჟოლიანს და არც ბოკუჩავას არ აქვთ მკვდრების გაცოცხლების უნარები, თუ აქვთ, გაოცებული დავრჩებით

„ნაციონალური მოძრაობა“ მომაკვდავი ორგანიზმია და დასავლეთის ჩაწოდებით ვინც არ უნდა დაუნიშნონ ხელმძღვანელად, მათ ეს ვერ გადაარჩენს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა...

თენგიზ შარმანაშვილი