საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვია

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვია.

ასტანის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი ნურლან საურანბაევი დახვდა.

ყაზახეთის დამოუკიდებლობის სასახლეში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი უმასპინძლებს. დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გაფორმდება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ოლჟას ბეკტენოვთან. შეხვედრაში ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრები მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782730382

მსოფლიო

თურქეთის პოლიციამ სტამბოლში ლგბტ პრაიდის მონაწილე, სულ მცირე, 50 ადამიანი დააკავა - დაკავებულებს შორის 1 ჟურნალისტია

თურქეთის პოლიციამ სტამბოლში ლგბტ პრაიდის მიმდინარეობისას, სულ მცირე, 50 ადამიანი, მათ შორის ერთი ჟურნალისტი, დააკავა. ინფორმაციას AFP ავრცელებს. როგორც უცხოური მედია წერს, პოლიციამ სტამბოლში ტაქსიმის...

 ლგბტ პრაიდი

1782728065

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ მომაკვდავი ორგანიზმია, არც ჟორჟოლიანს და არც ბოკუჩავას არ აქვთ მკვდრების გაცოცხლების უნარები, თუ აქვთ, გაოცებული დავრჩებით

„ნაციონალური მოძრაობა“ მომაკვდავი ორგანიზმია და დასავლეთის ჩაწოდებით ვინც არ უნდა დაუნიშნონ ხელმძღვანელად, მათ ეს ვერ გადაარჩენს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა...

თენგიზ შარმანაშვილი

1782726842

ახალი ამბები

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 4 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქა...

შემთხვევები

1782725485

მსოფლიო

რუსეთში „ექსტრემისტული LGBT“-ს წევრობისთვის სამ პირს პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთის ქალაქ ორენბურგში ერთ-ერთი ბარის სამ თანამშრომელს პატიმრობა მიუსაჯეს „ექსტრემისტული LGBT“-ს წევრობისთვის. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. ბარის ყოფილ არტ-დირექტორს, ალექსანდრე კლიმოვს ორი წ...

LGBT+

1782722547

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებაზე: როდესაც სამართლებრივი გზით მიდიხარ, სასამართლოს პროცედურებს უნდა დაემორჩილო, ეს ორგანიზაციები არიან კანონდამრღვევები, პატივს არ სცემენ არც კანონის უზენაესობას, არც დემოკრატიას

„პრობლემა იმაშია, რომ როდესაც სამართლებრივი გზით მიდიხარ, სასამართლოს პროცედურებს უნდა დაემორჩილო, რასაც ეს ორგანიზაციები არ აკეთებენ“, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალის...

შალვა პაპუაშვილი