მიხეილ ყაველაშვილი ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს შეხვდა და წარმატება უსურვა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს სახელით მოასპარეზე ფიგურულ მოციგურავეებს შეხვდა.
პრეზიდენტმა შეხვედრაზე სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისთვის.
„მე როგორც ყოფილმა სპორტსმენმა ვიცი თქვენი განცდები, რას ფიქრობთ, როგორია წინასწარი მომზადების თემა, მთელი კონცენტრაცია არის გამოსვლაზე. ჩვენი ხალხის სახელით, მინდა მადლიერება გამოვხატო, იმ სიხარულისთვის, რომელიც ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე განვიცადეთ და მივიღეთ. ეს დასაწყისია, უდიდესი საქმე გააკეთეთ. ხომ იცით ქართველებს როგორ უყვართ სპორტი და როგორი რეაქცია აქვთ გამარჯვებაზე და ეს დიდი პატივია თქვენთვისაც, რომ ამხელა სიხარული მიანიჭეთ ჩვენს ერს და ჩვენს ხალხს და ამისათვის კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თითოეულ თქვენგანს“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, სპორტსმენების წარმატება მაგალითი და მოტივაციაა ახალგაზრდებისთვის.
„დარწმუნებული ვარ ბევრი ბავშვი, გოგონები და ბიჭები, დაიწყებენ ფიგურულ სრიალზე სიარულს. ეს ყოველთვის გადამდებია . მარტო ის კი არ არის წარმატება, რომ თქვენ ჩემპიონები ხდებით, არამედ ეს არის იმის საფუძველიც, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ დაინახოს ეს წარმატება და სურვილი გაუჩნდეს სპორტზე სიარულის და თქვენ ხართ ამის მაგალითი“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა
მისივე თქმით, ის დარწმუნებულია რომ საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია წარმატებით იასპარეზებს.
„დიდი მოტივაცია მქონდა, რომ შეგხვედროდით. მინდა იცოდეთ რომ მთელი ქვეყანა თქვენს გვერდით დგას და ეს დამატებითი სტიმული და მოტივაცია იქნება. თქვენ მაღალი დონის პროფესიონალები ხართ. თქვენს გვერდით ვართ, წარმატებას გისურვებთ და გვჯერა კიდეც, რომ წარმატებით იასპარეზებთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან 8 სპორტსმენი 2 სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში იასპარეზებს. საქართველოს ოლიმპიური დელეგაციიდან სამთო მოთხილამურეები კორტინაში იმყოფებიან, სადაც ასპარეზობები სლალომსა და გიგანტურ სლალომში გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილი ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურული ციგურაობის გუნდურ შეჯიბრებაზე საქართველოს წარმომადგენლებს უგულშემატკივრებს.
ოლიმპიადის გახსნამდე კი საქართველოს პრეზიდენტი ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე დამსწრე უცხო სახელმწიფოების მეთაურების პატივსაცემად იტალიის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას სახელით გამართულ ვახშამს დაესწრება.
საქართველოს პრეზიდენტი ასევე დაესწრება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, კირსტი ქოვენთრის მასპინძლობით გამართულ ვახშამს.
1776416978
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს ევროკავშირისთვის, რომელიც მართლა მშვიდობის პროექტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა არეულობის, მტრობის, დაპირისპირების პროექტად?!
ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს ევროკავშირისთვის, რომელიც მართლა მშვიდობის პროექტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა არეულობის, მტრობის, დაპირისპირების პროექტად?! - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს სტამბოლში პარლ...
1776416328
საზოგადოებაპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაც...
1776416047
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: უნგრული ენის სწავლას თუ დაიწყებენ, შეიძლება, რაღაც გამოვიდეს, მგონი, მთელი ოპოზიცია ჰერმან საბოს იმედად არის დარჩენილი, სამარცხვინოა, რასაც ვხედავთ
უნგრული ენის სწავლას თუ დაიწყებენ, შეიძლება, რაღაც გამოვიდეს. ამ ყველაფერს იუმორით თუ შევხედავთ, მგონი, მთელი ოპოზიცია ჰერმან საბოს იმედად არის დარჩენილი. სამარცხვინოა, რასაც ვხედავთ, - ამის შესახებ პ...
1776415697
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა მნიშვნელოვანია გამოწვევების ფონზე, რომლებიც ჩვენი რეგიონის გარშემო ხდება. საბედნიეროდ, რეგიონის ხელისუფლებები ბრძნულ პოლიტიკას მიჰყვებიან, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა
მნიშვნელოვანი იყო, რომ მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან გვქონდა შეხვედრა, თუმცა, თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა ყოველთვის მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც ჩვ...
1776415528
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი იქცა დამაბრკოლებელ ფაქტორად, მისი ფილტრით ვრცელდება საქართველოს შესახებ არასწორი ინფორმაცია, ამიტომ არის მნიშვნელოვანია ორმხრივი კომუნიკაცია
ვხედავთ, რომ ბრიუსელი იქცა დამაბრკოლებელ ფაქტორად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობებში და მისი ფილტრით ხდება საქართველოსთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელება, - ამის შესახებ საქართველ...


























