შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი იქცა დამაბრკოლებელ ფაქტორად, მისი ფილტრით ვრცელდება საქართველოს შესახებ არასწორი ინფორმაცია, ამიტომ არის მნიშვნელოვანია ორმხრივი კომუნიკაცია

ვხედავთ, რომ ბრიუსელი იქცა დამაბრკოლებელ ფაქტორად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობებში და მისი ფილტრით ხდება საქართველოსთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს სტამბოლში განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, დეზინფორმაცია, რომელსაც ბრიუსელიდან ვისმენთ საქართველოსთან დაკავშირებით, ვრცელდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

„შეხვედრები როდესაც გვქონდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლებთან, ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, გვქონოდა უშუალო კომუნიკაცია ჩვენს კოლეგებთან და არა ბრიუსელის გავლით.

სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ბრიუსელი იქცა დამაბრკოლებელ ფაქტორად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობებში და მისი ფილტრით ხდება საქართველოსთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელება.

ვხედავთ, რომ დეზინფორმაცია, რომელსაც ბრიუსელიდან ვისმენთ საქართველოსთან დაკავშირებით, ვრცელდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ამიტომ, ორმხრივ კომუნიკაციას აქვს მნიშვნელობა.

ვფიქრობ, ძალიან შინაარსიანი შეხვედრები გვქონდა. არის სურვილი, რომ უშუალო შეხვედრების გზით, ჩვენი ვიზიტებით დედაქალაქებში, გვქონდეს პირდაპირი კონტაქტი ჩვენს კოლეგებთან“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აზიის ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე ყველამ აღნიშნა, რა კრიზისს განიცდიან დღეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო.

„მათ უწევთ ენერგიის დაზოგვის მიზნით სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან ნავთობის მიწოდება შეზღუდულია, მათ შორის, დისტანციური მუშაობა და ა.შ. ჩანს, როგორ ახდენს ერთ რეგიონში წარმოშობილი კონფლიქტი გავლენას სხვა რეგიონებზე. საბედნიეროდ, საქართველოს ხელისუფლების მოქმედებით ვხედავთ, რომ ეს კრიზისები ჩვენ გვერდს გვივლის.

უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება, თუ ის კრიზისი, რასაც ახლო აღმოსავლეთში ვაკვირდებით, მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებისთვის ეს არის ლამის ეკონომიკური კოლაფსის წინაპირობა, საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ ეკონომიკური ზრდის კარგი მაჩვენებელი გვაქვს. ეს არის ჩვენი ხელისუფლების სწორი მიდგომა.

ამასთან, მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობაც. შეხვედრები მქონდა აზერბაიჯანისა და თურქეთის პარლამენტების თავმჯდომარეებთან, ასევე დაგეგმილი მაქვს შეხვედრა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან.

ჩვენი რეგიონის და ოთხივე სახელმწიფოს ხელისუფლების მიერ გატარებული სწორი, ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკა განაპირობებს, რომ მიუხედავად კრიზისებისა, რეგიონში არის მშვიდობა და სტაბილურობა. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის, ეკონომიკური ზრდისთვის. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ რეგიონში ამ ფორმატში ინტენსიურ ურთიერთობას“, - დასძინა პაპუაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776418290

საზოგადოება

პრემიერი: ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს

ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს და ი...

ირაკლი კობახიძე

1776417620

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. მაქსიმუმს ვაკეთებთ დაკავშირებადობის უნარის გასაძლიერებლად

საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. მაქსიმუმს ვაკეთებთ დაკავშირებადობის უნარის გასაძლიერებლად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კო...

ირაკლი კობახიძე

1776416978

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს ევროკავშირისთვის, რომელიც მართლა მშვიდობის პროექტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა არეულობის, მტრობის, დაპირისპირების პროექტად?!

ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს ევროკავშირისთვის, რომელიც მართლა მშვიდობის პროექტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა არეულობის, მტრობის, დაპირისპირების პროექტად?! - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს სტამბოლში პარლ...

შალვა პაპუაშვილი

1776416328

საზოგადოება

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაც...

პროკურატურა

1776416047

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: უნგრული ენის სწავლას თუ დაიწყებენ, შეიძლება, რაღაც გამოვიდეს, მგონი, მთელი ოპოზიცია ჰერმან საბოს იმედად არის დარჩენილი, სამარცხვინოა, რასაც ვხედავთ

უნგრული ენის სწავლას თუ დაიწყებენ, შეიძლება, რაღაც გამოვიდეს. ამ ყველაფერს იუმორით თუ შევხედავთ, მგონი, მთელი ოპოზიცია ჰერმან საბოს იმედად არის დარჩენილი. სამარცხვინოა, რასაც ვხედავთ, - ამის შესახებ პ...

შალვა პაპუაშვილი