მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 59 870 ლარი შეადგინა - ქვემო ქართლში თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები რუსთავსა და გარდაბანში მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, სხვადასხვა დროს მოტყუებით, ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას თაღლითურად ეუფლებოდნენ.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 59 870 ლარი შეადგინა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირები ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო დაკავებულების კუთვნილი ავტომანქანისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხა ნივთმტკიცებად
ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
1786654359
მსოფლიოუკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა - Reuters
უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში არსებულ სამოქალაქო ობიექტებზე იერიშების შეჩერება შესთავაზა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. მედიის ცნობით, უკრაინამ წინადადება რუსეთს მესამე მხარის საშუალებით გადასცა, თუმცა...
1786654148
მსოფლიოსერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი დასავლეთის მიერ რუსული გემების ჩამორთმევის წინააღმდეგ საპასუხო სამიზნეებს თავად აირჩევს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი დასავლეთის მიერ რუსული გემების ჩამორთმევის წინააღმდეგ საპასუხო სამიზნეებს თავად აირჩევს. „სამიზნეები ის გემები იქნებიან, რომლებიც მოქმე...
1786652632
მსოფლიოტყის ხანძრების გამო ჩრდილოეთ საბერძნეთის კურორტებიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს - ბერძნული მედია
საბერძნეთის ქალკედონის ნახევარკუნძულზე მდებარე საკურორტო სოფლებიდან მოსახლეობისა და ტურისტების ევაკუაცია მიმდინარეობს, რადგან რეგიონში ხანძარი მძვინვარებს. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. საბერძ...
1786651151
მსოფლიოThe Wall Street Journal: აშშ ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდ USS George Washington-ის გაგზავნას გეგმავს, რომელიც USS Abraham Lincoln-ს ჩაანაცვლებს
აშშ ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდის ჩანაცვლებას გეგმავს მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ USS Abraham Lincoln-ის ბორტზე მყოფი მეზღვაურები რვა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ზღვაში ყოფნისგან გადაღლი...
1786646197
ახალი ამბებისაქართველოს ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვია
ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ულან ნიაზბეკოვი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ყირგიზ კოლეგას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა...































